ქართველმა ჩოგბურთელმა - ანა ტატიშვილმა მემფისში გამართული 220-ათასიანი ტურნირის წყვილთა თანრიგში გამოსვლა ნახევარფინალში დაასრულა. ანამ და მისმა მეწყვილემ, ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე ჩეხმა - ვიქტორია რაიჩეკმა ნახევარფინალური ბრძოლა ჩეხურ წყვილთან, ანდრეა ჰლავაცკოვასთან და ლუსი ჰლადეცკასთან უშანსოდ დათმეს. ანამ და ვიქტორიამ ორივე სეტი ერთნაირი ანგარიშით 3:6 წააგეს და ტიტულისათვის ბრძოლას გამოეთიშნენ.
შეგახსენებთ, რომ მემფისის ტურნირის ფინალი 26 თებერვალს გაიმართება, სადაც ჰრადეცკასა და ჰლავაცკოვას წყვილს, ვერა დუშევინასა და ოლგა გოვორცოვას ტანდემი დაუპირისპირდება.
ბესო ბახტაძე







