ბრიტანულ ისტბორნში სტარტი აიღო საჩოგბურთო ტურნირმა AEGON International, რომლის საპრიზო ფონდიც 637 ათასი დოლარია. საკვალიფიკაციო ბადეში მე-2 ნომრად განთესილი ანა ტატიშვილი კანადელ სტეფანი დიუბუას დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებასთან ახლოს იყო, საბოლოოდ, 6:4, 5:7, 1:6 დამარცხდა.
ქართველმა ჩოგბურთელმა 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 12-დან 6 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, კანადელს კი ბრეიკის შანსი 9-ჯერ მიეცა და თითქმის ასპროცენტიანი შედეგი ჰქონდა – 8-ჯერ იხეირა. ვინაიდან ანამ ბრიტანეთში პირველივე შეხვედრა დათმო, რეიტინგს ერთადერთი ქულით გაიმდიდრებს.







