ჩოგბურთი

23:18 | 10.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილმა გამარჯვებით დაიწყო

პალერმოში სტარტი აიღო italia.com-ის ღია პირველობამ, რომელზეც ქართველმა ანა ტატიშვილმა, პირველ წრეში, ორ სეტში (6:2, 6:2) დაამარცხა ბულგარელი დია ევტიმოვა, რომელმაც ტურნირზე თამაშის უფლება, საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის შემდეგ მოიპოვა.

ტურნირი ასევე მოგებით დაიწყო მისმა პირველმა ნომერმა, იტალიელმა სარა ერანიმ, რომელმაც საათსა და 10 წუთში, 6:1, 6:1 დაამარცხა რუმინელი ედინა გალოვიც-ჰალი. ბოლონიელ ერანის პალერმოს ტურნირი 2008 წელს აქვს მოგებული, წელს კი როლან გაროსის ფინალში ითამაშა. და კარგ ფორმაში მყოფი, ამ ტურნირის მთავარ ფავორიტადაცაა მიჩნეული.

ტურნირის მეორე ეტაპზე, ტატიშვილს მეტოქედ ეყოლება მე-5 ნომრად განთესილი ესპანელი კარლა სუარეს ნავარო, რომელმაც 6:4, 6:1 მოუგო ავსტრალიელ საშა ჯონსს. სამაგიეროდ, ტურნირს გამოეთიშა მისი თანამემამულე ანაბელ მედინა გარიგესი, რომელიც მე-4 ნომრად იყო განთესილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093841