ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი კვებეკის საერთაშორისო ტურნირს მცირე ტრავმით შეხვდა, თუმცა, 2 მატჩის მოგება მაინც მოახერხა. სამწუხაროდ, ტკივილმა თავი მეოთხედფინალში იჩინა, სადაც ანა ბელგიელ კირსტენ ფლიპკენსს გადაეყარა და როდესაც 2:6, 0:3 მარცხდებოდა, თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის ტატიშვილმა კანადურ ტურნირზე (საპრიზო ფონდი 220 ათასი დოლარი) 70 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და სავარაუდოდ მსოფლიოს საუკეთესო 50 ჩოგბურთელს შორის შეაღწევს, ამჟამად კი, ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) კლასიფიკაციაში 1170 ქულით 52-ე ადგილზეა.







