ჩოგბურთი

19:06 | 8.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილმა ფინალი დათმო

ანა ტატიშვილმა იტალიის ქალაქ ბიელაში ტიტულის მოგების კარგი შანსი ხელიდან გაუშვა. 100-ათასიანი ტურნირის ფინალურ მატჩში ქართველი ჩოგბურთელი შვედ იოჰანა ლარსონს გაეჯიბრა და მეტწილად საკუთარი შეცდომების გამო 3:6, 4:6 წააგო.
აღსანიშნავია, რომ ტატიშვილმა საკუთარი მოწოდება თითო სეტში თითოჯერ დათმო და გადამწყვეტიც ეს აღმოჩნდა, რადგანაც თავად ვერცერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.
ბიელას ტურნირის ფინალში გასვლისთვის ტატიშვილმა 100 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ანას ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 73-ე ადგილი უკავია.
და ერთიც. მომავალ კვირაში ქართველი ჩოგბურთელი იტალიაშივე რჩება და პალერმოს 220-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეშია დაშვებული. მისი პირველი მეტოქის ვინაობა საკვალიფიკაციო მატჩების დასრულების შემდეგ გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.175243