ჩოგბურთი

0:19 | 24.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილმა ერთი სეტი გასძლო

ანა ტატიშვილმა სლოვაკ დომინიკა ციბულკოვას საკადრისი წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ სეტში გაუწია და მისი მოგების ჩინებული შანსიც ჰქონდა, თუმცა, ვერ იყოჩაღა და მაიამის პრემიერ-კატეგორიის ტურნირს, რომლის საპრიზო ფონდიც 4 828 050 დოლარია, მე-2 რაუნდში გამოეთიშა.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა Sony Ericsson Open-ის პირველ რაუნდში ავსტრიელ ტამირა პაშეკს აჯობა და ფლორიდაში შარშან გამომუშავებული 50 სარეიტინგო ქულა დაიცვა, მეტის მიღწევა კი ვერ ვერ მოახერხა. მაიამის ტურნირზე მე-16 ნომრად განთესილ ციბულკოვასთან შეხვედრაში, ტატიშვილი 5:3 დაწინაურდა და თითქოს სეტის მოგებასთან ახლოს იყო, მაგრამ ზედიზედ ოთხი გეიმი დათმო, მეორე სეტში კი ფავორიტად მიჩნეულ სლოვაკს იოლად დანებდა - 5:7, 1:6.
ტატიშვილს პირველ მოწოდებაზე ჩინებული 81%-ანი მაჩვენებელი ჰქონდა, საიდანაც სათავისოდ მხოლოდ 46% (23 50-დან) დაასრულა, მეორე მოწოდებაზე კი ბურთების 33% (4 12-დან) მოიგო. ქართველ გოგონას ეისი არ მოუწოდებია და 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა. თამაშში, რომელიც საათნახევარს გაგრძელდა, ტატიშვილმა საკუთარი მოწოდება ექვსჯერ (11 შესაძლებლობიდან) დათმო, თავად კი 7 ბრეიკ-პოინტიდან 3 გამოიყენა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095355