ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი, რომელიც საფრანგეთის ღია პირველობას პირველივე რაუნდში გამოეთიშა, ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 3 ადგილით დაქვეითდა და 873 ქულით 75-ე პოზიციაზე დამკვიდრდა. სულ რეიტინგში 9 ქართველი ჩოგბურთელი ფიგურირებს.
75 (72). ანა ტატიშვილი – 873 ქულა; 207 (203). მაკა ჩახნაშვილი – 296; 285 (281). სოფო შაფათავა – 186; 428 (423). სოფო ქვაცაბაია – 87; 479 (470). ეკატერინე გორგოძე – 73; 496 (491). თათია მიქაძე – 70; 528 (524). ოქსანა კალაშნიკოვა – 61; 714 (712). ნათია გეგია – 30; 1044 (1034). ანი გოგვაძე – 10;
იტალიის ქალაქ გრადოში ძირითად ბადეში გასვლა მოახერხა ეკატერინე გორგოძემ. მე-7 ნომრად ქართველმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციის პირველ რაუნდში დაისვენა, შემდეგ კი მე-11 რეიტინგოსან იტალიელ მარტინა დი ჯიუზეპეს 7:5, 6:4 სძლია. ძირითად ბადეში გორგოძე სერბ მილანა სპრემოს ეთამაშება.
კვალიფიკაციის დასკვნით რაუნდში კიდევ ერთ მასპინძელ მარტინა სპიგარელისთან 5:7, 2:6 წააგო მე-5 განთესვის მქონე სოფო ქვაცაბაიამ.
თუკი ისევ ძირითად ბადეს დავუბრუნდებით, აღვნიშნავთ, რომ სოფო შაფათავა პირველ ნომრად განთესილ იაპონელ ერიკა სემას დაუპირისპირდება, ხოლო მე-7 განთესვის მქონე მაკა ჩახნაშვილი – იტალიელ ერიკა ზანკეტას.
წყვილთა ტურნირის მეოთხედფინალში ქვაცაბაია და შაფათავა იტალიელ კლერიკოსა და გერმანელ ოზგას (მე-4 განთესვა) ეთამაშებიან, ჩახნაშვილი და გორგოძე კი ეპანელებს – კოსტას-მორეირასა და ფერერ-სუარესს (მე-2).
უზბეკეთის ქალაქ კარშიში 10-ათასიანი ტურნირის საწყის რაუნდში სერბ ტამარა ცუროვიჩს გაეჯიბრება ნათია გეგია. წყვილებში გეგია რუსი სვინცოვა რუსულ-ბელორუსულ დუეტთან (გაბუევა-მილევსკაია) 2:6, 3:6 დამარცხდნენ.
ტრაბზონის 10-ათასიანი ტურნირის კვალიფიკაციაში მარიამ კიკნაძემ თურქ სენა ლარა ნურალთან 1:6, 2:6 წააგო, თამარა ცხაკაიამ – რუს მარია ცაკანიანთან (1:6, 1:6), ხოლო მარიამ ქურასბედიანმა – გერმანელ ტერესა კლეინტსეუბერთან (6:4, 2:6, 1:6).
ძირითად ბადეში თამარ ჭალაგანიძე თურქ მილენა ზუბკოვას ეთამაშება, თეონა ტატიშვილი – რუს ალინა მიხეევას, ბაბილინა მაჩაიძე – შვედ ანეტ მუნოზოვას, ხოლო ანი გოგვაძე – თურქ ტულინ დაგილმისგულს.







