ჩოგბურთი

14:41 | 13.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი პირველივე წრეში დამარცხდა

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ანა ტატიშვილმა რომის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 2 427 975 ევრო) კვალიფიკაციაში, რუსეთის სახელით მოთამაშე ანა ჩაკვეტაძესთან 4:6, 1:6 წააგო და ასპარეზობა მალევე დაასრულა. შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა ტატიშვილის მეტოქის უპირატესობა აშკარა გახლდათ.
ანას პირველ მოწოდებაზე 69%-ანი მაჩვენებელი ჰქონდა, საიდანაც სათავისოდ 42% (13 31-დან) დაასრულა, მეორე მოწოდებაზე კი ბურთების 29% (4 14-დან) მოიგო. ქართველ ჩოგბურთელს ეისი არ მოუწოდებია, 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა (მეტოქეს 5 ორმაგი ჰქონდა და 7 ეისი მოაწოდა) და 6-დან 3 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, მეტოქემ კი 13-დან 6 ბრეიკი მიითვალა. ჯამში ანამ 39 ქულა მოიგო, ხოლო რუსმა – 59.
შეგახსენებთ, რომ ტატიშვილს ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (ჭთA) რეიტინგში 882 ქულით 69-ე ადგილი უკავია, რომში ასპარეზობით კი მხოლოდ 1 ქულა გამოიმუშავა. რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, იგი მხოლოდ 367-ე ჩოგანი კი გახლავთ, თუმცა, თავის დროზე მსოფლიოს მე-5 ჩოგანიც კი იყო და ახლა, ჯანმრთელობასთან დავაკვშირებული პრობლემების შემდეგ, ჩვეული ფორმის აღდგენას ცდილობს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170057