ჩოგბურთი

16:01 | 13.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი მსოფლიოს 77-ე ჩოგანია!

მიდლენდის 100-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში გასვლით, ანა ტატიშვილმა სარეიტინგო ქულათა მარაგი 822-მდე აიყვანა და კარიერის ახალი სარეკორდო ნიშნული დააფიქსირა – 22 წლის ქართველი ჩოგბურთელი ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ კლასიფიკაციაში 77-ე ადგილზე დამკვიდრდა.
მიმდინარე კვირაში, ტატიშვილს კოლუმბიაში, ბოგოტას 220-ათასიან ტურნირში უნდა ეთამაშა, თუმცა, მცირედით შეუძლოდ შეიქმნა და განაცხადის გამოტანა მოუხდა. თუ კიდევ არაფერი შეიცვალა, ანა კორტს მომდევნო კვირაში მემფისში დაუბრუნდება. წინასწარი ინფორმაციით, ტატიშვილის გვარი 220-ათასიანი Cellular South Cup-ის ძირითად ბადეში ფიგურირებს.
აშშ-ში რჩებიან ეკატერინე გორგოძე და სოფო შაფათავა, რომელთაც გასულ კვირაში რანჩო მირაჟის 25-ათასიანი ტურნირი მოიგეს, ამჯერად კი, კალიფორნიიდან არიზონაში გადაინაცვლეს და იდენტური საპრიზო ფონდის მქონე ტურნირში ითამაშებენ. შაფათავა ძირითად ბადეშია დაშვებული, გორგოძე კი კვალიფიკაციაში მე-4 ნომრადაა განთესილი და ამერიკელ ანამიკა ბარგავას ეთამაშება.
WTA-ს რეიტინგში რიცხულ ქართველ ჩოგბურთელთა სრული ნუსხა ასე გამოიყურება: 77 (80). ანა ტატიშვილი – 822 ქულა; 186 (186). მაკა ჩახნაშვილი – 340; 264 (264). სოფო შაფათავა – 208; 362 (373). სოფო ქვაცაბაია – 122; 380 (378). ოქსანა კალაშნიკოვა – 111; 406 (387). ეკატერინე გორგოძე – 98; 483 (487). თათია მიქაძე – 70; 814 (814). ნათია გეგია – 20; 1001 (1003). ანი გოგვაძე – 10;

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169119