ანა ტატიშვილი ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 52-ე ადგილს ინარჩუნებს. 22 წლის ქართველი ჩოგბურთელის აქტივში 1162 ქულაა და ის ჩეხ ლუსი ჰრადეცკას 37 ქულით ჩამორჩება, უახლოეს კონკურენტებს სამხრეთაფრიკელ ჩანელ სხეეპერსს და ბელორუს ოლგა გოვორცოვას კი 42-42 ქულით უსწრებს.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად ტატიშვილი პეკინში იმყოფება და ჩინეთის ღია პირველობის (საპრიზო ფონდი 4 828 050 დოლარი) საკვალიფიკაციო ბადეში პირველივე მატჩი წააგო – ესპანელ ლარა არუაბარენა-ვესინოსთან – 4:6, 3:6. წყვილთა ტურნირში ტატიშვილი და ყაზახი გალინა ვოსკობოვება შვეიცარიელ ბაჩინკისთან და ესპანელ მარია ხოსე მარტინეს სანჩესთან 7:6 (7:1), 2:6, 4:10 დამარცხდნენ.
WTA-ს რეიტინგში სულ 10 ქართველი ჩოგბურთელი ფიგურირებს: 52 (52). ანა ტატიშვილი – 1162 ქულა; 283 (290). სოფო შაფათავა – 181; 330 (300). მაკა ჩახნაშვილი – 139; 396 (380). სოფო ქვაცაბაია – 98; 459 (472). ეკატერინე გორგოძე – 74; 541 (662). ოქსანა კალაშნიკოვა – 52; 606 (607). ნათია გეგია – 42; 860 (718). თათია მიქაძე – 16; 928 (950). ანი გოგვაძე – 12; 1073 (1069). თამარ ჭალაგანიძე – 6;
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) კლასიფიკაციაში 4 ადგილით დაწინაურდა ნიკოლოზ ბასილაშვილი. იგი 143 ქულით უკვე 305-ე საფეხურზეა. მის გარდა რეიტინგში კიდევ 3 ქართველია: 929 (929). ალექსანდრე მეტრეველი – 11 ქულა; 1431 (1429). გიორგი ჯავახიშვილი – 2; 1537 (1532). გიორგი ცივაძე – 2;









