საქართველოს პირველმა ჩოგანმა ანა ტატიშვილმა ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 772 ქულით 85-ე ადგილი შეინარჩუნა, მის გარდა, კი კლასიფიკაციაში კიდევ 8 ქართველი გოგონა მოხვდა.
85 (85). ანა ტატიშვილი – 772 ქულა; 190 (186). მაკა ჩახნაშვილი – 332; 267 (266). სოფო შაფათავა – 206; 377 (375). სოფო ქვაცაბაია – 117; 467 (445). ეკატერინე გორგოძე – 77; 488 (490). თათია მიქაძე – 70; 492 (422). ოქსანა კალაშნიკოვა – 69; 710 (710). ნათია გეგია – 30; 1028 (1028). ანი გოგვაძე – 10;
შეგახსენებთ, რომ ტატიშვილი, შაფათავა და ქვაცაბაია ამჟამად ეგვიპტის ქალაქ ქაიროში იმყოფებიან, სადაც 18 აპრილიდან სტარტს ფედერაციის თასის ევრო-აფრიკული ზონის მე-2 ჯგუფის მატჩები აიღებს, ჯგუფში ქართველთა მეტოქეები კი ამ შვიდი ნაკრებიდან შეირჩევა – დანია, ფინეთი, ლატვია, მონტენეგრო, ნორვეგია, სამხრეთ აფრიკა, თურქეთი.
იტალიური ჩივიტავეკიაში იმყოფება მაკა ჩახნაშვილი, რომელიც 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს. ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქე კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული იტალიელი ჯიოლა ბარბიერია. უზბეკურ ნამანგანში ასევე 25-ათასიან ტურნირში ჩაერთვება ერთ დროს საქართველოს პირველი ჩოგანი ოქსანა კალაშნიკოვა. ძირითადი ბადის საწყის წრეში იგი რუს ალექსანდრა არტამონოვას გაეჯიბრება. წყვილებში კალაშნიკოვა და რუსი მარტა სიროტკინა უზბეკურ-ებრაულ დუეტს (შლომო-ეკშიბაროვა) ეთამაშებიან.







