ჩოგბურთი

16:44 | 7.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი კვალიფიკაციის გამარჯვებულს ელის

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი მიდლენდის 100-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში მე-3 ნომრად განთესეს, მისი პირველი მეტოქე კი კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული იქნება. თუკი ანამ საწყისი ბარიერი დასძლია, მერვედფინალში ამერიკელ ელისონ რისკესა და ჩეხ ანდრეა ჰლავაჩკოვას შორის უმჯობესს გაეჯიბრება.
ტატიშვილი ძალებს მიჩიგანური ტურნირის წყვილთა გათამაშებაშიც მოსინჯავს, მისი პარტნიორი კი ამერიკელი ალექსა გლატჩი იქნება. ამ დუეტს მე-4 განთესვა გააჩნია, ხოლო პირველ წრეში მასპინძლების – ბრენგლესა და როჯერსის “უაილდ ქარდით” მოასპარეზე ტანდემს გაეჯიბრება.
შტატებშივე, რანჩო მირაჟის 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეს უახლოვდება ეკატერინე გორგოძე. კვალიფიკაციაში მე-3 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა იაპონელი შიჰო ჰისამაცუ 6:3, 6:4 დაამარცხა, დასკვნით რაუნდში კი მე-16 რეიტინგის მქონე ამერიკელ ნიკოლ მელიჩარს ეთამაშება.
რაც შეეხება სოფო შაფათავას, იგი პირდაპირ ძირითად ბადეშია დაშვებული და მასპინძელ ამანდა ფინკს დაუპირისპირდება. წყვილებში გორგოძე და შაფათავა უკრაინელებს – ბურიაჩოკსა და იანჩუკს ეთამაშებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095427