ჩოგბურთი

0:39 | 21.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი და ჰრადეცკა: ისევ მარცხი

მემფისის 220-ათასიანი ტურნირის პირველ წრეში ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი მე-3 ნომრად განთესილ ჩეხ ლუს ჰრადეცკას დაუპირისპირდა და 3:6, 1:6 წააგო. აღსანიშნავია, რომ ტატიშვილმა ჰრადეცკასთან უკვე მე-3 მატჩი ჩაატარა და ამჯერადაც მარცხი განიცადა. გვიან ღამით ანა წყვილთა ტურნირშიც ჩაებმება. ტატიშვილისა და ჰოლანდიელი მიქაელა კრაიჩეკის მე-4 ნომრად განთესილი დუეტი საწყის რაუნდში რუსულ-ფრანგულ ტანდემს (კონდრატიევა-ლეფევრე) გაეჯიბრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.087852