ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა ცინცინატის საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა. ტატიშვილმა WESTERN & SOUTHERN OPEN-ის (საპრიზო ფონდი 2 168 400 დოლარი) ერთეულთა გათამაშებაში ეკატერინა მაკაროვასთან წააგო, მოგვიანებით კი სწორედ რუსთან ერთად შეამხანაგებულმა წყვილთა მატჩიც დათმო.
ერთულთა ტურნირის მე-2 რაუნდის მატჩში ბრძოლა არ ყოფილა. მაკაროვას უპირატესობა აშკარა გახლდათ, ტატიშვილმა კი მხოლოდ 3 გეიმის მოგება მოახერხა და საათს გაგრძელებულ შეხვედრაში 1:6, 2:6 დამარცხდა.
ქართველი ჩოგბურთელი გაცილებით ახლოს გახლდათ წარმატებასთან წყვილთა თამაშში, სადაც მან და მაკაროვამ სლოვენიელ სრებოტნიკს და ჩინელ ჟენგს პირველი სეტი მოუგეს, თუმცა, საბოლოოდ, გამარჯვება მაინც მეტოქეებს დარჩათ – 6:3, 4:6, 9:11.
შეგახსენებთ, რომ ტატიშვილმა ცინცინატის ტურნირის კვალიფიკაციის ფინალში გასვლით და შემდგომში ძირითად ბადეში მოპოვებული ერთი გამარჯვების წყალობით, საკუთარ აქტივს 90 სარეიტინგო ქულა შემატა.







