ჩოგბურთი

16:26 | 15.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი ბრიტანელთა გარემოცვაში

ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 1 პოზიცია დათმო და 1162 ქულით 51-ე ადგილზე აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ტატიშვილი კორტზე გასვლას აღარ აპირებს, ამდენად, მონაგარს ვეღარაფერს შემატებს.
განახლებულ კლასიფიკაციაში ანას წინ ბრიტანელი ჰიზერ უოტსონი აღმოჩნდა, რომელსაც ჩინებული კვირა ჰქონდა. მან იაპონურ ოსაკაში 220-ათასიანი ტურნირი მოიგო და 1165 ქულით 50-ე საფეხურზე დამკვიდრდა. ტატიშვილის უახლოესი მდევარიც ბრიტანელია. ლაურა რობსონის აქტივში 1153 ქულაა.
სამწუხაროდ, რეიტინგში დანაკლისიც გვაქვს. ამჯერად, კლასიფიკაციაში ვეღარ მოხვდნენ თათია მიქაძე და თამარ ჭალაგანიძე, რომლებიც გასულ კვირაში შესაბამისად, 857-ე და 1072-ე ადგილებზე იყვნენ. ამდენად, რეიტინგში 8 ქართველი გოგონა დარჩა.
51 (50). ანა ტატიშვილი – 1162; 284 (280). სოფო შაფათავა – 174; 327 (329). მაკა ჩახნაშვილი – 139; 391 (394). სოფო ქვაცაბაია – 98; 456 (456). ეკატერინე გორგოძე – 74; 539 (539). ოქსანა კალაშნიკოვა – 52; 656 (605). ნათია გეგია – 33; 1158 (924). ანი გოგვაძე – 3;
მიმდინარე კვირაში შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში იმყოფება მაკა ჩახნაშვილი, რომელიც 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს. ისრაელის ქალაქ აკოში იმყოფებიან თამარ ჭალაგანიძე და ანი გოგვაძე. 10-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში თამარი ფინელ ეკატერინა ტურს ეთამაშება, ხოლო ანი – რუს იანინა დარიშინას. წყვილებში ჭალაგანიძე და ებრაელი ლიბი მეში რუსებს – დარიშინას და მირონოვას გაეჯიბრებიან, ხოლო გოგვაძე და უკრაინელი ოლეკსანდრა პისკუნი – ებრაელ გავრიელის და ლატვიელ ჰომუტოვას.
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში სამასეულის ზღვართან რჩება ნიკოლოზ ბასილაშვილი. ამჯერად, იგი ორი პოზიციით დაწინაურდა და 143 ქულით 310-ე ადგილზე დამკვიდრდა. შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე ბასილაშვილი მოსკოვში “კრემლის თასის” ძირითად ბადეში მოხვედრას ცდილობდა, თუმცა, კვალიფიკაციაში მხოლოდ 1 გამარჯვება იზეიმა, რისთვისაც ქულები არ დაერიცხება.
ნიკოლოზის გარდა, ATP-ს რეიტინგში კიდევ სამი ქართველია: 921 (928) ალექსნადრე მეტრეველი – 11; 1414 (1417). გიორგი ჯავახიშვილი – 2; 1534 (1538). გიორგი ცივაძე – 2;

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.159565