როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი კანადურ მონრეალში მიმდინარე “როჯერს ქაფის” (საპრიზო ფონდი) ძირითად ბადეში გასასვლელად იბრძვის და კვალიფიკაციის ბოლო რაუნდში პოლონელ ურსულა რადვანსკას და ამერიკელ მელანი ოუდინს შორის უმჯობესს ელის, მანამდე კი, ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში მცირე წინსვლა ელის.
22 წლის ტატიშვილმა კლასიფიკაციაში 833 ქულა მოაგროვა და 84-ედან 79-ე ადგილზე გადაინაცვლა. იგი მოწინავე ასეულში ერთადერთი ქართველია, სხვებს კი ასეთი პოზიციები აქვთ: 240 (238). მაკა ჩახნაშვილი – 240; 273 (270). სოფო შაფათავა – 203; 385 (385). სოფო ქვაცაბაია – 101; 537 (538). ეკატერინე გორგოძე – 52; 625 (622). თათია მიქაძე – 39; 637 (681). ნათია გეგია – 37; 667 (666). ოქსანა კალაშნიკოვა – 32; 963 (970). ანი გოგვაძე – 11;
წყვილთა რეიტინგში ტატიშვილი 1467 ქულით 63-ეა, მოწინავე სამასეულში კი კიდევ სამი ქართველი გოგონაა: 141. კალაშნიკოვა – 539; 225. შაფათავა – 288; 238. გორგოძე – 272;
გერმანიის ქალაქ ჰეჩინგენში იმყოფებიან სოფო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე, რომლებიც 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში მოხვედრას კვალიფიკაციიდან ცდილობენ. ქვაცაბაია პირველ ნომრად არის განთესილი და პირველ რაუნდში დაისვენა, ახლა კი, უკრაინელ მარიანა ზაკარლიუკთან ჭიდილი ელის. საწყის წრეში ასევე თავისუფალი გახლდათ მე-13 რეიტინგის მქონე გორგოძე, რომელიც რუს ამინატ კუშკოვას ეთამაშება.
მორიგ თურქულ ტურნირში ჩაებნენ ბაბილინა მაჩაიძე და თამარ ჭალაგანიძე. ბურსას 10-ათასიანი ტურნირის კვალიფიკაციაში მაჩაიძე ინდოელ სმრიტი ჯოონთან 6:3, 2:6, 3:6 დამარცხდა, ხოლო ჭალაგანიძემ მასპინძელი იაგმურ აკდემირს 6:3, 6:2 სძლია და ძირითად ბადეში იაპონელ იუუკი ტანაკას ეთამაშება.







