ძიუდო

12:40 | 13.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

ტატალაშვილმა ბრინჯაო გააორა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ნუგზარ ტატალაშვილმა (73 კგ) სამოას დედაქალაქ აპიაში გამართული მსოფლიოს თასი ბრინჯაოს მედლით დაასრულა და რამდენიმე დღეში, განახლებულ რეიტინგ-სიაში პირად რეიტინგს 40 ქულით გაიუმჯობესებს.
73 კილოგრამში მხოლოდ 17 მონაწილე გავიდა ტატამზე. ტატალაშვილი ტურნირში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაერთო. ავსტრალიელ დარენ როჯერსს იპონით გასცდა, მაგრამ ჩინელ ვეი ლიუსთან იუკოთი წააგო და ოქრო-ვერცხლის შანსი დაკარგა. ბრინჯაოს გზაზე კი არგენტინელი კლარა ალეხანდრო და ამერიკელი ნიკოლას დელპოპოლო ჩამოიშორა. ეს უკანასკნელი მსოფლიოს რეიტინგში მე-16 ადგილზეა, მაგრამ იმის გამო, რომ მასზე წინ მდგომმა ძიუდოისტებმა სამოაში ჩასვლისგან თავი შეიკავეს, მსოფლიოს თასზე პირველ ნომრად იყო განთესილი.
საქართველოს ნაკრები ოკეანეთურ მსოფლიოს თასზე ორი სპორტსმენით გამოვიდა. ტატალაშვილამდე ბრინჯაოს მედალი ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) მოიპოვა. დღეს კი აპიას ტატამზე უკვე საქართველოს ნაკრების ავსტრიელი მთავარი მწვრთნელი პიტერ ზაიზენბახერი გავა. იგი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ინიციატივით, 13-15 ნოემბერს ტრეინინგებს ჩაატარებს.

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.081581