ჭადრაკი

20:24 | 2.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

თასზე 8 მოჭადრაკე დაწინაურდა

თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს თასის გათამაშებაში 2 ტური მიილია. ქულათა მაქსიმუმით 8 მოჭადრაკე დაწინაურდა: კონსტანტინე შანავა (2578), ნინო ხურციძე (2452), ირაკლი ბერაძე (2379), ბაჩანა მორჩიაშვილი (2337), თამაზ მგელაძე (2213), ირაკლი კელაპტრიშვილი (1969), სოფიო გვეტაძე (2319) და გიორგი სიბაშვილი (2173).

მე-3 ტურში შანავა გვეტაძეს ეთამაშება, მგელაძე – ხურციძეს, სიბაშვილის – ბერაძეს, მორჩიაშვილი – კელაპტრიშვილს.

შეგახსენებთ, რომ ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდება და 1-დან 9 დეკემბრამდე გასტანს. შეჯიბრის 43 მონაწილიდან 16 საერთაშორისო წოდების მქონე მოჭადრაკეა.

ტურნირის საპრიზო ფონდი 8 800 ლარს შეადგენს. პრიზები დაწესებულია მამაკაცთა, ქალთა და ასაკობრივ კატეგორიებში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097475