გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში, მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 14 ქვეყნის 160-მდე ტანმოვარჯიშემ მიიღო. შეჯიბრებაზე საუკეთესოები ოთხ ასაკობრივ ჯგუფში გამოვლინდნენ. ქართველმა ტანმოვარჯიშეებმა კი მედლებისთვის სამ ასაკობრივ ჯგუფში იბრძოლეს.
15 წლის სპორტსმენებში სალომე ურუშაძემ იყოჩაღა, ვინც მრავალჭიდში მე-2 ადგილი დაიკავა, ვერცხლის მედალი დაისაკუთრა და ჟიურისგან სპეციალური პრიზიც მიიღო. სალომე ურუშაძეს ინგა კიკვაძე წვრთნის.
11 წლის გოგონებში ნინო კვაშილავამ მრავალჭიდში ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა, უსაგნოდ ვარჯიშში კი პირველობა არავის დაუთმო და ოქროს მედალი მოიპოვა. ჟიურისგან სპეციალური პრიზი კვაშილავამაც მიიღო.
ნინო კვაშილავას პირადი მწვრთნელი მარინე მორბედაძეა. ამავე ასაკში გამოდიოდა ელენეერქვანია, რომელმაც უსაგნოდ ვარჯიშში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მრავალჭიდში კი მე-5 ადგილს დასჯერდა.
10 წლის სპორტსმენების შეჯიბრში ელისო ფხალაძემ მრავალჭიდში ბრინჯაოს მედალი მოიგო.კვაშილავას მსგავსად ელენე ერქვანიასა და ელისო ფხალაძესაც მარინე მორბედაძე ავარჯიშებს.
სამინისტროს პრესსამსახური







