სხვა

22:44 | 12.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

თამაზ თევზაძის შეხვედრა სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებთან

12 მარტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებს და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში სპორტული კლუბური სისტემის პერსპექტივა იყო. შეხვედრაზე თამაზ თევზაძემ სპორტულ ფედერაციებისათვის პრეზენტაცია გამართა, სადაც წარმოდგენილი გახლდათ თანამედროვე სპორტის რეალობა საქართველოში, სამართლებრივი და სხვადასხვა კუთხით.

ასევე საუბარი იყო 17 სპორტული ფედერაციის მხრიდან მოწოდებული სტატისტიკური მასალების შესახებ საქართველოში კლუბების, მწვრთნელებისა და სპორტსმენების სტატისტიკურ მაჩვენებლებზე.

მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ განმარტა სპორტის ევროპული პირამიდის მოდელის მნიშვნელობა, რომლის ფუძეში მოქცეულნი არიან სპორტული კლუბები, ხოლო წვერში მაღალი მიღწევების და პროფესიული სპორტი. ასევე საუბარი იყო სპორტის ჭრილში მიმდინარე პროცესების შესახებ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ 17 სპორტული ფედერაციის მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქართულ სპორტში ფიქსირდება 159 იურიდიული პირი, მათ შორის 47 რეგიონული ფედერაცია, 81 კლუბი, 12 სპორტული სკოლა და 19 სპორტული ასოციაცია.

სამინისტრო ასევე მუშაობს საქართველოში სპორტსმენთა სტატისტიკურ აღრიცხვასა და სპორტსმენთა რაოდენობის სხვადასხვა წლებთან შეფარდების დეტალებზე. არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სპორტსმენთა რაოდენობა 40 ათასამდე მერყეობს.

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11537