სხვა

12:38 | 30.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

თამაზ თევზაძე სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე სამინისტროში 28 სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელ პირს შეხვდა. სპორტულ ფედერაციებთან შეხვედრას, რომლებიც ოლიმპიურ და არაოლიმპიურ ფედერაციებს წარმოადგენდნენ, ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და სპორტის დეპარტამენის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე დაესწრნენ.

ფედერაციების თავკაცებს რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებაზე ზოგადი რეკომენდაციები მიეცათ. ამასთან, 1 სექტემბრამდე მათ უწყებებში არსებული მდგომარეობის დეტალურად გაცნობა და წერილობით წარმოდგენა დაევალათ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონალურ ფედერაციებში არსებულ რთულ ვითარებას და იქ არსებული პრობლემების გადაჭრისთვის შესაბამისი ზომების მიღებას.

პარალელურად მიმდინარეობს სპორტის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებაზე მუშაობა. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია სამი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება, რომლებიც სამი მიმართულებით იმუშავებენ: 1. ინფრასტრუქტურა; 2. ფიზიკური განათლება და მეცნიერება; 3. კანონმდებლობა. სამინისტროში სპორტულ ფედერაციებთან შეხვედრები და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ერთობლივი მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120819