სხვა

0:33 | 9.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

ტალახაძემ ბრინჯაოს წერტილი დასვა

საქართველოს 20 წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა ისრაელის ქალაქ ეილათში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი სამი მედლით დაასრულა. შეჯიბრების დასკვნით დღეს ფიცარნაგზე მძიმეწონოსანი ლაშა ტალახაძე გავიდა და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
ორჭიდის ჯამში ტალახაძემ 412 კილოგრამი დააგროვა. ატაცში ქართველი სპორტსმენი მცირე ვერცხლის მედალს დაეუფლა, 190 კილოგრამით, აკვრაში კი 222 კილოგრამით მესამე იყო. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე რუსეთის ნაკრების წევრი მაგომედ აბუევი ავიდა, რომელმაც ორჭიდის ჯამში 424 კილოგრამი ასწია (192+232), ვერცხლის მედალს კი სომეხი გორ მინასიანი (421 კგ. 191+230) დაეუფლა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ებრაულ ევროპირველობაზე ხუთი სპორტსმენით გამოვიდა. შოთა მიშველიძემ (62 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა, გიორგი ლომთაძემ (69 კგ) - ბრინჯაოსი.

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097379