ფეხბურთი

15:17 | 1.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტაარაბტი “ქუინზ პარკ რეინჯერსს” იანვარში დატოვებს

ინგლისის “ქუინზ პარკ რეინჯერსის” ნახევარმცველი ადელ ტაარაბტი ლონდონურ კლუბს მომავალი წლის იანვარში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ტაარაბტი გუნდიდან წასვლას ზაფხულში აპირებდა, მაგრამ მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა მაროკოელის შენარჩუნება გადაწყვიტა, რაც მოგვიანებით ინანა. 25 წლის ფეხბურთელი შეკრებაზე ზედმეტი წონით გამოცხადდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში დუბლშემადგენლობასთან ერთად ვარჯიშობდა. მიმდინარე სეზონში ტაარაბტმა “ქუინზ პარკ რეინჯერსში” ერთხელ ითამაშა.

Daily Mirror-ის ინფორმაციით, ზამთარში ლონდონელები მაროკოელს დაემშვიდობებიან და მზად არიან გამთამაშებელი კომპენსაციის გარეშე გაუშვან. ცნობილია, რომ მისი შეძენა “მილანს” სურს, სადაც გასული სეზონის მეორე ნახევარი გაატარა.

“ვნახოთ რა მოხდება. “ქუინზ პარკ რეინჯერსში” კარგ ხელფასს მაძლევენ, თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ იტალიაში დაბრუნება მინდა. ლონდონში წელიწადში 2,5 მილიონ ევროს ვიღებ და იტალიის სერია A-ში ასეთ ხელფასს რამდენიმე გუნდი: “მილანი”, “ინტერი”, “იუვენტუსი”, “ნაპოლი” და “რომა” იხდიან” – თქვა ტაარაბტმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110969