ფეხბურთი

18:58 | 13.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

სხრიტლაძემ მხარი დაიზიანა

დანიის პირველი დივიზიონში მოასპარეზე “ორჰუსის” ფორვარდმა დავით სხირტლაძემ ტრავმა მიიღო.

ის, კვირას, შინ “ვიბორგთან” წაგებული (0:2) მატჩის 44-ე წუთზე შეცვალეს და ამის მიზეზი მხრის ტრავმაა. წინასწარი მონაცემებით, სხირტლაძე რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს.

“მან მხრის სახსარი დაიზიანა. ჯერ ვერ გამოვრიცხავთ, რომ მხარი შიგნიდან დაზიანებული არაა. ეს მაშინ გახდება ცნობილი, როდესაც შეშუპება ჩაცხრება. მას ყოველ დღე დავაკვირდებით. წინასწარი პროგნოზით, დავითს რამდენიმე კვირა დაისვენებს” – იუწყება გუნდის ექიმის იაკობ ასტრუპის სიტყვებს “ორჰუსის” ოფიციალური ვებგვერდი.

მიმდინარე სეზონში, 21 წლის სხირტლაძემ “ორჰუსში” 3 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანის გარდა, ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა. 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091081