ჭადრაკი

16:34 | 28.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

სწრაფი ყაიმი მე-2 პარტიაში

ქალთა საჭადრაკო მსოფლიოს ჩემპიონატის მე-2 პარტიაში სწრაფი ყაიმი დაფიქსირდა. შეხვედრაში, რომელშიც ბულგარელი ანტუანეტა სტეფანოვა თეთრი ფიგურებით უკრაინელ ანა უშენინას ეთამაშებოდა, მეტოქეები დაზავებაზე უკვე მე-17 სვლაზე შეთანხმდნენ.
ამგვარად, ფინალურ დაპირისპირებაში, რომელსაც რუსული ხანტი-მანსიისკი მასპინძლობს, ანგარიში 1:1 გახდა და მთავარი ინტრიგა ჯერაც წინაა. შეგახსენებთ, რომ ფინალში მეტოქეები 4 პარტიას ითამაშებენ. თანაბარი ანგარიშის დაფიქსირების შემთხვევაში, ორი 25-წუთიანი (10 წამის დამატებით პირველივე სვლიდან) პარტია ჩატარდება, შემდეგ კი, თუ საჭიროება იქნა, ორი 10-წუთიანი პარტია დაინიშნება (10 წამის დამატებით პირველივე სვლიდან).
თუ უძლიერესი არც ამის შემდეგ გამოვლინდა, ორი 5-წუთიანი პარტია გახლავთ დაგეგმილი 3-წამიანი დამატებით, შემდეგ კი მოგებულს არმაგედონი გაარკვევს – 5 წუთი/4 წუთზე. ყაიმის შემთხვევაში, გამარჯვებულად შავები გამოცხადდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.177457