ცნობილი ბრაზილიელი მოდელი სუზანა ვერნერი, მსოფლიომ ბრაზილიელი ვარსკვლავთან - ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდოსთან ტრფიალების შემდეგ გაიცნო. ამის შემდეგ, წლები გავიდა და მშვენიერმა სუზანამ კიდევ არაერთი საყვარლის გამოცვლა მოასწრო. ვერნერის სატრფოები უმეტესად ბრაზილიელი ფეხბურთელები იყვნენ და როგორც ჩანს, ამ საინტერესო ტრადიციას 33 წლის მოყრილი სუზანა დღემდე აგრძელებს.
ამჟამად, სუზანა ვერნერი მილანის ”ინტერის” ბრაზილიელ გოლკიპერს - ჟულიო სეზარს ხვდება. ჟულიომ მშვენიერი სუზანა სამშობლოში, სანაკრებო შეკრების დროს გაიცნო და ტრფობის ძაფებიც ბრაზილიის მრავლისმნახველ მიწაზე გააბა.
სუზანა აცხადებს, რომ ჟულიოს სახით ამდენწლიანი კვლევა-ძიების შემდეგ, როგორც იქნა იპოვა ჭეშმარიტი მამაკაცი და ისეთი ადამიანი, რომელთანაც თავს დაცულად და ბედნიერად გრძნობს. ხოლო ბრაზილიელთათვის უჩვეულოდ გულჩათხრობილ ჟულიო სეზარს რამდენად სჯერა მასსა და სუზანა შორის მარადიული გრძნობის არსებობისა, ამის გაგებას ალბათ ვერავინ შეძლებს.







