კალათბურთი

20:39 | 8.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

სუპერლიგის ეპიცენტრი რუსთავსა და ქუთაისში ინაცვლებს

ჩვენი სუპერლიგის მერვე ტურის ოთხივე მატჩი პრინციპულ ხასიათს ატარებდა, ამასთან მაყურებელმა საინტერესო შეხვედრები იხილა, კალათბურთელებმა კი წინა საასპარეზო დღეებში მიღწეული საუკეთესო შედეგების გაუმჯობესებითა და გამეორებით გამოიჩინეს თავი. ერთი შეხვედრა (თსუ-თსსუ) კი ტექნიკური მიზეზით გადაიდო და ამ მატჩის ჩატარების თარიღი მოგვიანებით დადგინდება.
დავიწყოთ ტურის ცენტრალური და მიმდინარე რეგულარული პირველობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შეხვედრით. წინა ტურში “შსს აკადემია” ისვენებდა და გეორგოს კეცელიდისს ვიცე-ჩემპიონ “ოლიმპთან” გუნდის მომზადებისთვის საკმაო დრო ჰქონდა. აკადემიელები დღევანდლამდე დაუმარცხებლები იყვნენ, მეექვსე ტურში საქართველოს ბოლო 2 პირველობის ჩემპიონ “არმიას” ძლევის შემდეგ კი წესითა დ რიგით ფსიქოლოგიური უპირატესობაც უნდა ჰქონოდათ. ცხადია, გია კაზანჯიანიც თავის შეგირდებს უშეღავათო ორთაბრძოლისთვის ამზადებდა. ოლიმპელთა დამრიგებელმა ვიზავისა და მეტოქე კალათბურთელებს სიურპრიზი შესთავაზა – ძირითადი მეფარის სტევან მილოშევიჩის ნაცვლად სასტარტო ხუთეულში თამაში ივო ჰოგერმა დაიწყო. 225 სმ სიმაღლის ცენტრი სიმკვირცხლით ნამდვილად არ გამოირჩევა, მაგრამ მატჩი კარგად დაიწყო და მისი გუნდის მიერ გაკეთებული საწყისი 8 ქულიდან 6 სწორედ ჰოგერის ანგარიშზეა. დღევანდლამდე საშუალო შედეგიანობით პირველ ადგილზე აკადემიელთა ამერიკელი მეფარე კირკ არჩიბეკი გახლდათ, თუმცა, მერვე ტურში დაგროვილ ქულათა რაოდენობით ოკეანესგაღმელი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. პირველ პერიოდში იგი სულაც უქულოდ დარჩა, 2 მეოთხედის შემდეგ კი მხოლოდ 4 ქულა ჰქონდა ანგარიშზე.
საწყისი ათწუთეულის მეორე ნახევარში პოლიციელთა მცირე უპირატესობა გამოიკვეთა. აკადემიელები 20:12 დაწინაურდნენ, თუმცა, პირველ შესვენებამდე “ოლიმპმა” სხვაობა სამამდე დაიყვანა – 20:23. მეორე პერიოდის საწყისი წუთები უკეთ კაზანჯიანის გუნდმა ჩაატარა. ირაკლი მიქელაძის (2 სამქულიანი ჩააგდო) და სტევან მილოშევიჩის მცდელობის შემდეგ “ოლიმპი” 34:28 დაწინაურდა, ამის შემდეგ კი ლამის მესამე მეოთხედის დასრულებამდე გუნდებმა “აიწონა-დაიწონა” ითამაშეს. დიდ შესვენებამდე აკადემიელებმა 9:0 “გაქცევა” მოაწყვეს, პირველი ტაიმი კი მაინც ფრედ – 37:37 დასრულდა.
მესამე მეოთხედი კი მეტად უცნაურად წარიმართა. დასაწყისში “შსს აკადემიამ” 7 უპასუხო ქულა გააკეთა და 44:37 დაწინაურდა, რასაც “ოლიმპმა” ცხრაქულიანი “გაქცევა” მიაყოლა და თითქოს მეტოქე ფსიქოლოგიურადაც დათრგუნა, მაგრამ მეოთხედის მიწურულს ორწუთიან მონაკვეთში პოლიციელებმა კვლავ 7:0 იმარჯვეს და 3 პერიოდის შემდეგ ოთქულიანი დადებითი ბალანსიც, 53:49 მიიღეს.
მეოთხე პერიოდი კი “შსს აკადემიამ” აშკარად ჩააგდო. თავად განსაჯეთ – აკაკი ლომოურის სამქულიანისა და ილია ლონდარიძის ორიანის შემდეგ (იმ მომენტში ანგარიში 58:51 გახდა) კეცელიდისის გუნდმა ზედიზედ 17 უპასუხო ქულა (?!) მიიღო, ვიცე-ჩემპიონი 68:58 დაწინაურდა და ასპარეზობის ბედიც დიდწილად ამის შემდეგ გადაწყდა. დარჩენილ დროში აკადემიელებმა კი გაიბრძოლეს, მაგრამ მხოლოდ ქულათა სხვაობა შეამცირეს და მიმდინარე რეგულარულ სეზონში პირველი მარცხიც იწვნიეს – 62:71. გამარჯვებულთაგან საუკეთესო სტევან მილოშევიჩი იყო. სერბმა მეფარემ 18 ქულას წლევანდელ გათამაშებაში სარეკორდო რაოდენობის მოხსნა, 18 მიაყოლა. ხაზგასასმელია ისიც, რომ მილოშევიჩმა მოწინააღმდეგის ფარიდან ბურთი 10-ჯერ მოხსნა. მისთვის შეუფერებელი მწირი შედეგიანობის მიუხედავად, კირკ არჩიბეკი მოხსნებით მცირედით ჩამორჩა ვიზავის (17), რითაც რიჩარდ მათიაშვილის რეკორდი გაიმეორა.
ქუთაისელთა მეფარის შედეგიანობის რეკორდი კი მერვე ტურში ერთბაშად ორმა მოთამაშემ გაიმეორა. გუშინ მოქმედ ჩემპიონ “არმიას” რუსთაველთა უკანახაზელმა ნეით ბოუიმ 31 ქულა ჩაუგდო და დიდი როლი შეასრულა ქვემოქართლელთა მოგებასა და სალიდერო პოზიციის შენარჩუნებაში. დღეს კი მათიაშვილის მიღწევა ქეონ კარტერმაც გაიმეორა. გეხსომებათ, იგი შარშან იცავდა დინამოელთა ღირსებას (კარგადაც), შემდეგ კი საბერძნეთში გადაბარგდა. და აი, დღეს კარტერი ყოფილ გუნდს დაუბრუნდა და მიუხედავად იმისა, “ახალ-ძველ” პარტნიორებთან ერთად სოხუმელებთან წინასამატჩოდ მხოლოდ 2 ვარჯიშის ჩატარება მოასწრო, მატჩის ცალკეულ მომენტებში კი ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ქეონი არსადაც წასულა და “დინამოსთან” ერთად გაიარა წინასასეზონო მზადება. უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ხოშტარიას გუნდს ტრავმირებული მილან ოლუიჩი და სოსო ლეჟავა აკლდნენ, დინამოელები მაინც მატჩის ფავორიტად ითვლებოდნენ. ქებათა-ქება ვაჯა კვარაცხელიას გუნდს. “სოხუმმა” ბოლომდე იბრძოლა, მატჩის მიწურულს 6 ქულიანი უპირატესობაც კი მოიპოვა. სოხუმელ კალათბურთელებს მეტი გამოცდილება რომ ჰქონოდათ და სპორტულ იღბალსაც მოწყალე თვალით გადმოეხედა მათთვის, სეზონში მეორედაც იმარჯვებდნენ. ბოლო წუთებზე გადამწყვეტი სიტყვა “დინამოს” ლეგიონერებმა თქვეს. ჯერ იყო ფლინ კლაიმენმა მიჯრით 2 სამქულიანი “ჩასვა”, შემდეგ კი მნიშვნელოვანი ქულები შესძინეს თავის გუნდა ქეონ კარტერმა და ლამარ კარიმმა. ამ უკანასკნელს ტურის საუკეთესო შედეგი (8) აქვს შედეგიანი გადაცემების შესრულების რაოდენობით. საბოლოოდ “დინამომ” 81:77 მოიგო, თუმცა, მონდომებული ასპარეზობისთვის ქებას “სოხუმიც” იმსახურებს.
მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო “ბათუმმა”. მიხეილ კობაშავიძის გუნდმა სტუ-ს სძლია (84:60). ამ გამარჯვებით ბათუმელებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს პლე ოფისკენ სავალ გზაზე, ტექნიკოსებს კი თსსუ-სთან ერთად მოგებათა გრაფაში კვლავ ნული უწერიათ.
მიმდინარე სეზონში მესამედ ტურის საუკეთესო კალათბურთელად “რუსთავის” უკანახაზელი ნეით ბოუი დასახელდა. “არმიასთან” მის მიერ მოპოვებულ 31 ქულაზე უკვე მოგახსენეთ, ამასთან მან 6 მოხსნითა და 5 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა თავი.
მომდევნო ტურში სუპერლიგის ეპიცენტრი რუსთავსა და ქუთაისში გადაინაცვლებს. ქვემო ქართლის ადმინისტრაციულ ცენტრში ერთმანეთს სადღეისოდ გათამაშების ცხრილში პირველ-მეორე ადგილზე მყოფი გუნდები, “რუსთავი” და “ოლიმპი” დაუპირისპირდებიან, ბრინჯაოსმედალოსან “ქუთაისთან” ("არმიასთან" ერთად მე-4-მე-5 ადგილებს ინაწილებს) სათამაშოდ კი იმერეთში მესამე ადგილზე მყოფი “შსს აკადემია” ჩავა.

 

 

ქ. თბილისი სტუ 60 - 84 ბათუმი-რსუ 08.12.12, 11:45
 
 
  გუნდი 1 2 3 4 ჯამ  
სტუ 13 17 12 18 60
ბათუმი-რსუ 28 19 20 17 84
 
სტუ
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
5 ვატო თევზაძე * 15:45 0 2 0 0 0 0 1 2 50 0 0 0 1 1 0 0 0 1
7 გიგა კვეტენაძე * 30:22 1 8 12.5 3 4 75 1 7 14.3 2 8 10 2 1 0 0 0 12
8 ზურაბ კორკოტაძე   27:23 1 3 33.3 0 3 0 1 2 50 3 6 9 2 1 1 1 0 3
9 ლუკა მინაშვილი * 16:20 2 3 66.7 0 3 0 0 2 0 1 2 3 1 1 2 0 0 4
10 ზურა მაჩალაძე   31:42 2 7 28.6 0 1 0 1 3 33.3 5 7 12 3 2 0 2 0 5
13 დიმა დვალიშვილი   15:44 4 5 80 0 1 0 0 5 0 1 0 1 0 1 0 2 0 8
20 გიორგი კუჭავა * 14:25 0 5 0 0 3 0 0 0 0 0 0 0 0 4 0 1 0 0
22 ირაკლი ძიძიგური   27:27 6 10 60 2 2 100 3 4 75 0 2 2 3 2 4 0 1 21
23 ვაჟა ჯანაშია * 19:36 2 7 28.6 0 1 0 2 4 50 1 7 8 3 1 4 0 0 6
24 ბექა ქორიძე   01:16 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 1 0 0 0
                          2 3 5 0 0 0 0 0 0
  18 50 36.00 5 18 27.78 9 29 31.03 15 35 50 15 15 12 6 1 60
 
ბათუმი-რსუ
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
5 ივანე მაისურაძე * 36:19 1 3 33.3 3 7 42.9 0 0 0 0 7 7 5 4 1 0 1 11
6 ნიკა რამიშვილი * 32:13 3 5 60 1 4 25 6 6 100 1 1 2 2 4 1 1 0 15
7 გიორგი ნანიტაშვილი * 37:51 1 7 14.3 5 11 45.5 1 2 50 1 6 7 5 2 2 1 0 18
8 ავთანდილ ელიაშვილი   27:25 7 13 53.8 0 0 0 2 6 33.3 6 5 11 2 4 1 2 2 16
9 ნოდარ სიგუა   01:58 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 1 2 0 1 0 0 0 0
10 გიორგი ყველაშვილი * 14:33 0 2 0 0 0 0 1 2 50 1 4 5 0 4 2 0 1 1
11 ლაშა კეშელავა * 36:19 4 8 50 4 14 28.6 3 4 75 3 13 16 1 4 1 3 0 23
12 მანუჩარ ნინუა   09:56 0 0 0 0 1 0 0 0 0 1 1 2 0 2 0 1 0 0
14 დავით კენჭოშვილი   01:43 0 1 0 0 0 0 0 0 0 1 0 1 0 0 0 0 0 0
15 ნიკა კოკობინაძე   01:43 0 0 0 0 1 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
                          0 3 3 0 0 0 1 0 0
  16 39 41.03 13 38 34.21 13 20 65.00 15 41 56 15 25 9 8 4 84
 
 
 

მსაჯები: დავით ბერეკაშვილი, ირაკლი ბერიშვილი, დავით ბერიშვილი

კომისარი: როლანდ გელოვანი

 

 

 

ქ. თბილისი შსს აკადემია 62 - 71 ოლიმპი 08.12.12, 14:00
 
 
  გუნდი 1 2 3 4 ჯამ  
შსს აკადემია 23 14 16 9 62
ოლიმპი 20 17 12 22 71
 
შსს აკადემია
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 მიხეილ ჩიტაშვილი   00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
5 დეონტა ვონი * 35:17 3 6 50 4 8 50 0 2 0 1 3 4 4 3 1 2 0 18
6 რევაზ როგავა   08:26 0 1 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 3 1 1 0 0
7 ბესიკ ლეჟავა   21:36 1 4 25 1 3 33.3 0 0 0 0 0 0 3 2 2 0 0 5
8 მერაბ ბოქოლიშვილი * 31:43 1 4 25 1 6 16.7 0 0 0 0 1 1 1 4 1 1 0 5
9 ილია ლონდარიძე   13:41 2 3 66.7 0 0 0 0 0 0 1 2 3 1 3 2 0 1 4
13 ჩად პრევიტი * 25:29 2 2 100 1 3 33.3 4 4 100 1 4 5 0 4 1 0 0 11
14 დავით იმნაძე   08:40 0 3 0 1 1 100 0 0 0 1 2 3 0 2 0 0 1 3
20 აკაკი ლომოური   11:30 0 1 0 2 6 33.3 0 0 0 0 0 0 0 4 1 0 0 6
23 ზვიად ანთაძე * 12:04 0 2 0 0 0 0 2 2 100 0 1 1 0 2 1 0 0 2
33 ბექა ბექაური   02:51 0 1 0 0 0 0 0 0 0 0 1 1 0 0 0 0 0 0
41 კირკ არჩიბექი * 28:43 2 13 15.4 0 0 0 4 4 100 6 11 17 2 1 2 1 1 8
                          1 1 2 0 0 0 2 0 0
  11 40 27.50 10 27 37.04 10 12 83.33 11 26 37 12 28 14 5 3 62
 
ოლიმპი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 გიორგი გულისაბედაშვილი   00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
5 კოკა ტომარაძე   08:32 1 2 50 0 0 0 0 0 0 0 1 1 0 1 1 0 0 2
6 სტენ სოკი * 29:13 0 4 0 0 2 0 9 10 90 1 3 4 8 0 4 0 0 9
7 მიხეილ ბერიშვილი * 28:07 1 4 25 1 2 50 7 8 87.5 3 5 8 0 2 3 0 0 12
10 ირაკლი მიქელაძე   10:47 1 3 33.3 2 4 50 0 0 0 0 0 0 1 1 0 0 0 8
11 ნოდარ თენიეშვილი * 15:58 0 1 0 1 1 100 2 3 66.7 0 2 2 0 2 0 0 0 5
12 ლევან ფაცაცია   28:56 2 8 25 0 6 0 0 0 0 3 5 8 2 2 1 2 0 4
14 ნიკოლა ტუტუსი   22:41 1 4 25 0 3 0 2 2 100 1 2 3 1 3 1 0 0 4
20 გიორგი ცირეკიძე   00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
21 აკაკი დვალიშვილი * 15:46 0 1 0 0 0 0 3 4 75 0 3 3 1 0 1 0 1 3
25 ივო ჰოგერი * 10:25 3 5 60 0 0 0 0 0 0 0 1 1 0 1 0 0 1 6
34 სტეფან მილოშევიჩი   29:35 8 12 66.7 0 0 0 2 6 33.3 10 8 18 0 2 2 2 1 18
                          0 3 3 0 1 0 0 0 0
  17 44 38.64 4 18 22.22 25 33 75.76 18 33 51 13 15 13 4 3 71
 
 
 

მსაჯები: მაკა კუპატაძე,ზაზა მაჩალაძე,დავით ბერეკაშვილი

კომისარი:მერაბ რატიშვილი

 

 

 

ქ. თბილისი დინამო 81 - 77 სოხუმი 08.12.12, 16:00
 
 
  გუნდი 1 2 3 4 ჯამ  
დინამო 13 26 22 20 81
სოხუმი 13 17 26 21 77
 
დინამო
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 ლამარ კარიმი * 40:00 7 9 77.8 0 4 0 2 3 66.7 2 4 6 8 2 0 1 0 16
6 ბექა ჩიკვილაძე * 36:33 3 4 75 2 10 20 1 1 100 0 6 6 6 2 2 1 0 13
7 ზეზვა ლილუაშვილი   00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
9 ალეკო ჩოჩია * 12:09 0 3 0 0 0 0 0 2 0 0 0 0 1 0 1 0 0 0
10 კობა კობაიძე   00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
11 დავით იოსელიანი   00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
12 თორნიკე ნინიაშვილი   24:49 4 9 44.4 0 0 0 1 2 50 3 2 5 0 2 1 0 0 9
13 ირაკლი კეიდია   02:44 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 1 0 1 0 0 0 0
20 გიორგი ორმოცაძე   08:22 1 1 100 0 0 0 0 0 0 1 1 2 1 3 0 0 0 2
31 ქიენ კარტერი * 37:18 12 18 66.7 1 3 33.3 4 4 100 4 9 13 2 2 1 0 1 31
33 ფლინ კლიმენი * 38:05 2 7 28.6 2 7 28.6 0 0 0 2 6 8 4 2 3 0 1 10
                          1 4 5 0 0 0 1 0 0
  29 51 56.86 5 24 20.83 8 12 66.67 13 33 46 22 14 9 2 2 81
 
სოხუმი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 რუსლან ნაზმიევი   35:44 4 5 80 3 3 100 1 2 50 3 5 8 3 1 0 2 0 18
5 სანდრო მეგენეიშვილი   00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
7 ირაკლი ჩლაიძე * 38:47 9 16 56.2 2 11 18.2 1 2 50 0 5 5 1 3 1 0 0 25
8 გელა კოპალიანი * 09:24 0 0 0 0 1 0 1 2 50 1 1 2 0 2 1 0 1 1
9 ტარიელ თავართქილაძე   06:17 0 1 0 0 2 0 0 0 0 0 0 0 1 0 1 0 0 0
10 დავით გასიტაშვილი   10:00 1 1 100 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 1 1 0 0 2
11 გრიგოლ შვანგირაძე * 11:20 0 1 0 1 5 20 0 0 0 0 0 0 0 1 1 0 0 3
12 დავით დეკანოიძე   29:53 3 7 42.9 1 5 20 1 2 50 3 5 8 2 3 0 0 0 10
13 რატი ბააკაშვილი * 23:43 2 2 100 0 1 0 0 0 0 0 2 2 1 2 1 1 0 4
14 ვახტანგ ქადარია * 33:13 3 12 25 0 0 0 6 9 66.7 5 9 14 2 2 2 0 2 12
20 ირაკლი ბეშქენაძე   01:39 1 1 100 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 2
22 ლერი კვანტალიანი   00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
                          1 4 5 0 0 0 0 0 0
  23 46 50.00 7 28 25.00 10 17 58.82 13 31 44 11 15 8 3 3 77
 
 
 

მსაჯები: მაკა კუპატაძე, გურამ მიქელაძე, მიხეილ ვართანოვი

კომისარი: მერაბ რატიშვილი

 

 

სატურნირო მდგომარეობა
  გუნდი მ/წ. ბურთები ქულა
1 რუსთავი 8 7 / 1 618 / 545 15
2 ოლიმპი 7 6 / 1 631 / 493 13
3 შსს აკადემია 7 6 / 1 577 / 463 13
4 არმია 7 5 / 2 602 / 432 12
5 ქუთაისი 7 5 / 2 543 / 486 12
6 დინამო 7 4 / 3 540 / 499 11
7 ბათუმი-რსუ 8 3 / 5 553 / 604 11
8 თსუ 7 2 / 5 448 / 569 9
9 სოხუმი 7 1 / 6 526 / 609 8
10 სტუ 7 0 / 7 417 / 573 7
11 თსსუ 6 0 / 6 351 / 533 6

 


გოჩა კაჭარავა

http://superleague.ge-ის სტატისტიკური მონაცემები
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092018