კალათბურთი

20:46 | 27.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

სტუ უკრაინაში სათამაშოდ გაემგაზვრა

ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო რამდენიმე შეცდომა გაიპარა.

27 ოქტომბერს საერთაშორისო სტუდენტურ ლიგაში მოასპარეზე სტუ (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) უკრაინაში სათამაშოდ გაემგზავრა, სადაც 28 ოქტომბერს ხარკოვში ადგილობრივი საერთაშორისო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს შეხვდება. ამის შემდეგ კიევში გადაფრინდება და 30-ში ამ ქალაქის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდება.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” სტუ-ს წარმომადგენელმა პაატა მალაზონიამ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სტუდენტურ ლიგაში მოასპარეზე სტუ-მ ორი შეხვედრა უკვე ჩაატარა და ორივე თბილისში. სტუდენტები ჯერ მგუ-სთან(რუსეთი) 75:83 დამარცხდნენ. შემდეგ კი როსტოვის (რუსეთი) სფუ-ს (სამხრეთის ფედერალური უნივერსიტეტი) დიდი ანგარიშით 90:71 მოუგეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124411