თამაშგარე

11:39 | 16.10.2011 | ნანახია [] - ჯერ

სტივენ ჯერარდმა და მისმა ცოლმა ესპანეთისაკენ გაიხედეს

ინგლისური ”ლივერპულის” ფეხბურთელი, სტივენ ჯერარდი და მისი ცოლი, ალექს კურანი მიუხედავად იმისა, რომ თავს ქალაქ ლივერპულის ნამდვილ პატრიოტებად რაცხენ, ბოლო დროს, თურმე, სულ უფრო ხშირად დადიან ესპანეთში და ქალაქ ვალენსიასთან ახლოს, საკმაოდ მოზრდილი საცხოვრებელი ვილაც შეუძენიათ. ამ ვიზიტებს ბრიტანეთში უკვე მოჰყვა ეჭვნარევი ჩურჩულები იმასთან დაკავშირებით, რომ სტივი სათამაშოდ შესაძლებელია ესპანეთში გადაბარგდეს.
ბოლო დროს, ბრიტთა კუნძულზე ბლომად ფულის მშოვნელ ადამიანებში ერთგვარი უცნაური ტრადიცია ჩამოყალიბდა. ადრე ბრიტანელების უმეტესობა კუნძულის გარეთ ვილებს, როგორც წესი, ბრიტანეთის დომინიონ ქვეყნებში, ანდა შეერთებულ შტატებში ყიდულობდნენ ხოლმე. ახლა კი, მთელი კუნძული ესპანეთს არის მიმწყდარი და თითქმის ყველას ესპანეთისაკენ უჭირავს თვალი.
სტივ ჯერარდის მეუღლეს, ალექს კურანის ესპანეთთან განსაკუთრებული მოგონებები ყოველთვის აკავშირებდა. დედამისი - არიადნა ლესიკო ნახევრად ესპანელია და ბავშვობაში პირინეის ნახევარკუნძულის ხშირი სტუმარი ყოფილა. ახლა კი, როდესაც ალექსის ქმარს ფინანსურად ნამდვილად არ უჭირს, რა გასაკვირია, რომ ესპანეთში სახლის შეძენა მოინდომა.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097085