ჭადრაკი

23:22 | 3.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

სტეფანოვა ყველაზე "სწრაფია"

მსოფლიოს ექსჩემპიონ (2004-2006 წლები) ანტოანეტა სტეფანოვას დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატმა სწრაფ ჭადრაკში, რომელსაც ბათუმმა უმასპინძლა. ბულგარელმა მოჭადრაკემ 11-დან 8.5 ქულა დააგროვა და პირველი საფეხური ერთპიროვნულად დაიკავა.
ჩემპიონს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და II–IV ადგილები გაინაწილეს: მსოფლიოს ექსჩემპიონმა (2008-2012 წწ.) ალექსანდრა კოსტენიუკმა (რუსეთი), მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ჰამპი კონერუმა (ინდოეთი) და ევროპის ორგზის ჩემპიონმა (2005, 2008 წწ.) ეკატერინა ლაჰნომ (უკრაინა).
ქართველი მონაწილეებიდან საუკეთესო შედეგი ქვეყნის ოლიმპიური ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ აჩვენა, რომელიც 7.0 ქულით VII პოზიციაზე გავიდა. საპრიზო 15-ეულში კიდევ ერთი ქართველი მოჭადრაკე ლელა ჯავახიშვილი მოხვდა. იგი 6.5 ქულით მე-13 იყო.
ქართველ მოჭადრაკეთა შედეგები სრულად ასე გამოიყურება:
7. ნანა ძაგნიძე (2547) – 7 ქულა
13. ლელა ჯავახიშვილი (2449) – 6.5
18. ნინო ხურციძე (2456) – 6
24. ნინო ბაციაშვილი (2436) – 5.5
25. სალომე მელია (2410) – 5.5
28. სოფიკო ხუხაშვილი (2414) – 5.5
29. სოფიო გვეტაძე (2338) – 5
31. მაია ჩიბურდანიძე (2500) – 5
34. მაკა ფურცელაძე (2348) – 5
36. მაია ლომინეიშვილი (2366) – 5
41. მირანდა მიქაძე (2323) – 4.5
42. მერი არაბიძე (2351) – 4.5
43. ინგა ჭარხალაშვილი (2334) – 4.5
44. ნათია ჯანჯღავა (2306) – 4
46. ბელა ხოტენაშვილი (2500) – 3.5
47. ნინო გურიელი (2329) – 3.5
50. ნონა გაფრინდაშვილი (2356) – 2
შეგახსენებთ, რომ რაპიდში მსოფლიოს I ოფიციალურ  ჩემპიონატში 18 ქვეყნის 50 მოჭადრაკე (17 ქართველი) თამაშობდა. ტურნირი შვეიცარული სისტემით 11 ტურად ჩატარდა და მისი საპრიზო ფონდი 59 000 დოლარი გახლდათ, რომელიც ასე გადანაწილდა:
I ადგილი – 12 000 დოლარი
II ადგილი – 9 000
III ადგილი – 7 000
IV ადგილი – 6 000
V ადგილი – 5 000
VI ადგილი – 4 000
VII–VIII ადგილი – 3 000
IX-X ადგილი – 2 000
XI-XII ადგილი – 1 500
XIII–XV ადგილი – 1 000
4 ივნისს ბათუმშივე სტარტს აიღებს მსოფლიოს ჩემპიონატი ბლიცში, რომელიც 15 ტურად წარიმართება, მისი გამარჯვებული კი 10 ათასი დოლარით დაჯილდოვდება. პირველი ტური თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება, ხოლო დროის კონტროლი ასეთია: 4 წუთი თითოეულს, სვლაზე 2 წამის დამატებით.

ტურნირის გნერალური სპონსორი კომპანია "სოკარია".

 

სოფო ნიკოლაძის ფოტოები

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.085258