სხვა

23:24 | 18.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

სპორტული მედიცინა ვალერი ახალკაცს ჩააბარეს

სპორტული მედიცინის ასოციაციას, უახლოესი 4 წლის განმავლობაში ვალერი ახალკაცი გაუძღვება. სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” დღეს ჩატარებულ საანგარიშო ყრილობაზე, ხმის უფლების მქონე 51 დელეგატიდან 45-მა მიიღო მონაწილეობა. მათ არჩევანი პრეზიდენტობის ორ კანდიდატს შორის გააკეთეს.

ფარული კენჭისყრის შედეგად, 40 ხმა ახალკაცმა დააგროვა, ხოლო უჩა ნებიერიძეს მხოლოდ 5 ხმა ერგო.
სპორტული მედიცინის ასოციაციას, ბოლო 8 წელი ზურაბ კახაბრიშვილი ხელმძღვანელობდა. დღევანდელ ყრილობაზე მან, გაწეული სამუშაოების შესახებ მოხსენება წაიკითხა და სპორტული მედიცინის დღევანდელობასა და პერსპექტივაზეც ისაუბრა. კახაბრიშვილმა ახალი პროექტებიც ახსენა, რომლებიც ქართული სპორტის განვითარების უმთავრესი წინაპირობა უნდა გახდეს და ყრილობაზე სტუმრად მყოფი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის, თამაზ თევზაძის სიტყვიერი მხარდაჭერაც მიიღო.
ზურაბ კახაბრიშვილი, ასოციაციის ახალ შემადგენლობაში, გენერალური მდივნის თანამდებობაზე იმუშავებს, ხოლო მერაბ ვარძუკაშვილი, ნიკა შათირიშვილი, თამარ სვიმონიშვილი და გიორგი ობგაიძე კი, ვიცეპრეზიდენტები იქნებიან. 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094116