სხვა

11:40 | 4.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

სპორტის სასახლე რეკორდს ამყარებს

თბილისი 3000, ბუქარესტი (რუმინეთი) 1800, ციურიხი (შვეიცარია) 1300,  დობელე (ლატვია) 1150, რიშონ ლეზიონი (ისრაელი) 1000, სარაევო (ბოსნია) 100, ათენი (საბერძნეთი) 1000, ზაპოროჟიე (უკრაინა) 800, ანკარა (თურქეთი) 600, ნიქოზია (კვიპროსი) 300.

ეს არის მაყურებელთა ოფიციალური, ევროპის ფედერაციის ვებგვერდზე დაფიქსირებული მაყურებლების რიცხვი მსოფლიო ჩემპიონატის გუშინდელ 10 საკვალიფიკაციო შეხვედრაზე.

თამაშის წინადღეს, სავარჯიშოდ მოსულ ფინელებზე სპორტის სასახლემ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მათ იკითხეს, რამდენი კაცი ეტევა ტრიბუნებზე და რამდენი ქომაგის მოსვლა იყო სავარაუდო. როგორც აღმოჩნდა, არცთუ უმიზეზოდ.

კვირადღის დიდებული სანახაობა დიდწილად სწორედ „ქართული სპორტის ქომაგთა“ ჯგუფისა და მსაჯ–ინფორმატორის მიერ შეგულიანებულმა მაყურებელმა განაპირობა. ამას მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ გატანილი 8 ბურთით უპასუხა და ვითარება სპორტის სასახლეში საზეიმო გახდა.

 საქართველოს ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა ტურნირში და კვალში უდგას ლიდერს, ლიტვის გუნდს. ანკარაში თურქეთმა ტაიმი 11:9 მოუგო ლიტველებს, მეორეშიც კარგახანს ლიდერობდა და რომ მოეგო, ოთხივე გუნდს 2–2 ქულა გაუხდებოდა, მაგრამ ბალტიელებმა თამაშის მიწურულს გამოგლიჯეს გამარჯვება მასპინძლებს – 23:20.

საქართველოს ნაკრებს შემდეგი მატჩი 2 იანვარს აქვს თურქეთში, შემდეგ კი მიყოლებით, 12 იანვრამდე მასპინძლობს თურქებს, ლიტვას და სტუმრობს ფინელებს.

სხვა შეხვედრებიდან აღსანიშნავია უკრაინის გამარჯვება შინ სლოვენიასთან – 32:28.

2 და 3 ნოემბერი საკლუბო ხელბურთის დღეც იყო. ქალებმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტური გამართეს. ტურნირზე დაუმარცხებელი მხოლოდ შარშანდელი გამარჯვებული, უნგრეთის “დიორი ეტოა.” ქალებს მომდევნო ტური 9–10 ნოემბერს აქვთ, ხოლო 14–17 ნოემბერს მეხუთე ტურს კაცები გამართავენ.

 

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია 

ევროპის 1 ეტაპი. 2 ტური, 3 ნოემბერი

პლეიოფში გადის მხოლოდ გამარჯვებული

 

1 ჯგუფი 

საქართველო - ფინეთი 26:19

 

საქართველო: თევზაძე,  ტორონჯაძე - ჭანტურია 6, დათუკაშვილი 5, მსხვილიძე 5, ჩიქოვანი 4, რუსია 4, გამზარდია 2, გვაზავა, გოგალაძე, მაისურაძე, ორჯონიკიძე,  აბრამიშვილი, ამირანაშვილი, სიმონია

ფინეთი:  ნორდკვისტი, მიაკელა 1 - ტამინენი 4,  სუნდბერგი 4, ბ. ბრომანი 3, კილსტედტი 2, ვალო 2,  ი. ბრომანი 1, კორპიმიაკი 1, რონბერგი 1, კოლიონენი, ოიალა, აუერი, სიომანი

 

თურქეთილიტვა 20:23

 

ლიტვა 4 ქულა / საქართველო 2, ფინეთი 2,  თურქეთი 0

2 იანვარი: ფინეთი - ლიტვა, თურქეთი - საქართველო

 

2 ჯგუფი 

კვიპროსი – იტალია 29:36, რუმინეთი – სლოვაკეთი 32:24

რუმინეთი 4 / სლოვაკეთი 2,  იტალია 2, კვიპროსი 0

 

3 ჯგუფი:

შვეიცარია – ლუქსემბურგი 32:23, უკრაინა – სლოვენია 32:28

უკრაინა 4 / შვეიცარია 2, სლოვენია 2, ლუქსემბურგი  0

 

4 ჯგუფი 

ისრაელი – ჰოლანდია 28:26, საბერძნეთი – ბელგია 31:25

ჰოლანდია 2 /  ისრაელი 2, საბერძნეთი 2, ბელგია 2

 

5 ჯგუფი 

ლატვია – ესტონეთი 35:25, ბოსნია – პორტუგალია 31:29

ლატვია 4 / ბოსნია 4,  პორტუგალია 0 , ესტონეთი 0

 

http://geohandball.ge 

 


სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16648