სხვა

18:20 | 9.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

სპორტის სამინისტრომ საუკეთესოები დაასახელა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ საქართველოს 2012 წლის საუკეთესო სპორტსმენად ოლიმპიური ჩემპიონი, ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი დაასახელა. ფილარმონიის “ივენთ ჰოლში” გამართულ სეზონის შემაჯამებელ ღონისძიებაზე საუკეთესოები სულ 5 ნომინაციაში გამოვლინდნენ.
უმთავრესი ნომინაციის გამარჯვებულის გამოცხადებამდე ჯილდოები ასე გადანაწილდა:
საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი: ამირან იანვარაშვილი (სამბო)
საუკეთესო გუნდი: 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები
საუკეთესო სპორტული ფედერაცია: რაგბის კავშირი
საუკეთესო მწვრთნელი: ნიკოლოზ ბიბილაშვილი (ლაშა შავდათუაშვილის მწვრთნელი)

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096781