ფეხბურთი

19:50 | 2.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

სპარტაკმა მზადება მოგებით დაასრულა

კაციამ ცხინვალელთა დუბლები ჩაიბარა

 საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატისთვის მზადება ცხინვალის „სპარტაკმა“ მოგებული სპარინგ მატჩით დაასრულა. ცნობისათვის, კახი კაჭარავას გუნდმა ახალი სეზონისთვის მზადების ფარგლებში 8 ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, მათგან 6 მოიგო („ჩიხურასთან“ 1:0, „ლოკომოტივთან“ 4:0, სტუ–სთან 1:0, „არარატთან“ 2:1, „დილასთან“ 2:1, „ცხუმთან“ 2:0), ორ თამაშში კი დამარცხდა  („საბურთალოსთან“ 0:3, ერაყის ოლიმპიურ ნაკრებთან 0:1). რაც შეეხება ბურთების ბალანსს, მეტოქეებზე ცხინვალელთა უპირატესობა აშკარაა, 12 გატანილი და 6 მიღებული ბურთი.

„სპარტაკმა“ დასკვნითი ამხანაგური შეხვედრა, ქვედალიგოსან სოხუმის „ცხუმთან“ გამართა, რომელიც 2:0 მოიგო. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ამ შეხვედრაში ცხინვალელებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი, ტრავმირებული ნიკა კაჭარავა და გივი იოსელიანი აკლდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ეს ამხანაგური მატჩი „სპარტაკის“ სრული უპირატესობით წარიმართა. ცხინვალელები ორივე ტაიმში დომინირებდნენ, მაგრამ ორგოლიანი პირველი ნახევრის შემდეგ, მეორე 45 წუთში სოხუმელთა კარის აღება ვეღარ მოახერხეს. არა და, თამაზ მაქაცარიას, ირაკლი ლექვთაძეს, გიორგი თექთურმანიძეს, მიხეილ ჯიშკარიანს არაერთხელ შეეძლოთ ანგარიშში სხვაობის გაზრდა. ცხინვალელებმა ორივე გოლი პირველი ტაიმის ბოლოს გაიტანეს. ჯერ იყო და ლევან ჭაფოძის ფლანგური გარღვევისას საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი გიორგი თექთურმანიძემ კარში გადაგზავნა. 3 წუთში კი „ჩიორამ“ გოლის მერე, საგოლე პასი მიითვალა, თექთურმანიძემ დავით მაისაშვილს გაატანინა.

მეორე ტაიმის ბოლოს სოხუმელებს ანგარიშის შემცირების ჩინებული შანსი ჰქონდათ, მაგრამ 85–ე წუთზე, გიორგი ჩალაძის მიერ დარტყმული პენალტი ცხინვალელთა მეკარე სოსლან ნანიევმა ნახტომში მოიგერია. ერთი სიტყვით, შესვენების შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და „სპარტაკმა“ დასკვნითი ამხანაგური შეხვედრა 2:0 მოიგო. ცხინვალელები 26–ე ეროვნულ ჩემპიონატს მომდევნო კვირას, 10 აგვისტოს გორის „დილასთან“ გასვლითი ამხანაგური მატჩით დაიწყებენ.

ბოლოსთვის „სპარტაკში“ მომხდარ ცხვლილებებზე გამცნობთ, მთავარ გუნდთან ერთად, ახალი სეზონისთვის „სპარტაკის“ დუბლებიც ემზადება, რომლის ხელმძღვანელობაში ცვლილება მოხდა. ცხინვალელთა გუნდის დუბლების მწვრთნელმა ბადრი კვარაცხელიამ აზერბაიჯანში გააგრძელა კარიერა, მან აზერბაიჯანული „თაუზი“ ჩაიბარა...

რაც შეეხება „სპარტაკის“ დუბლებს, ცხინვალელთა სარეზერვო გუნდის მთავარი მწვრთნელი თენგიზ კაცია გახდა, რომელსაც ლევან მელქაძე და მეკარეების მწვრთნელი გიორგი ბაბუაძე დაეხმარებიან. მალხაზ ლაცაბიძე და ნოდარ კიკნაძე კი „სპარტაკის“ ჭაბუკთა გუნდებს გაწვრთნიან.

 

სპარტაკი – ცხუმი 2:0 (2:0)

სპარტაკი: ნადირაძე, ჭაფოძე, კაჭკაჭიშვილი, მაისაშვილი, ცერცვაძე, გიგაური, ჭეჭელაშვილი, ლექვთაძე, შინდაგორიძე (25. კალანდარიშვილი), თექთურმანიძე, მაქაცარია.

მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ს. ნანიევი, გ. სეფიაშვილი, მუმლაძე, ი. შენგელია, ბ. თედეევი, ა. რეხვიაშვილი, მ. ჯიშკარიანი, ქოჩლაძე, ლ. კემუხტაშვილი, ბ. რუხაძე;

მწვრთნელი: კახი კაჭარავა

ცხუმი: გ. სამხარაძე, კიკვაძე, კაციტაძე, შარია, მაძღარაშვილი, ჯ. ახალკაცი, სონგულია, შეყლაშვილი, ხომერიკი, პოზოიანი, გ. ჩალაძე.

მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: რ. ჩიხრაძე, გ. ჯალაღონია, ო. შალამბერიძე, გ. ნარსია, მ. ჭუმბურიძე;

მწვრთნელი: ირაკლი ვასაძე

გოლები: 1:0 თექთურმანიძე (40, ჭაფოძის პასით), 2:0 მაისაშვილი (43. თექთურმანიძის პასით)

გამოუყენებელი პენალტი: გიორგი ჩალაძე (85. მეკარე ს. ნანიევი)

 

ცხინვალის "სპარტაკის" პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.146737