ფეხბურთი

22:08 | 25.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სპარტაკმა” მგელაძე დაიბრუნა და ტრიო დაიმატა

პირველი ლიგის B ჯგუფის ლიდერი ცხინვალის „სპარტაკი“ სეზონს ხვალ, 26 თებერვალს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8-ფინალის პირველი, გასვლითი მატჩით გააგრძელებს. ანთალიურ შეკრებაზე ვლადიმერ ხაჩიძის გუნდში არაერთი ახალი ფეხბურთელი იყო და მათგან 4 მოთამაშის საკითხი დადებითად გადაწყდა.
ნიკა მგელაძე 2010-11 წლების სეზონში ცხინვალელთა გუნდში გამოდიოდა, საიდანაც ზუგდიდის „ბაიაში“ გადავიდა, იქიდან კი - ლიტვურ „ბანგაში“. 27 წლის მცველი მგელაძე უკვე რამდენიმე დღეა, რაც შიდაქართლელებმა გუნდში ვარჯიშობს. გუშინ მან ცხინვალის „სპარტაკთან“ კონტრაქტი გააფორმა.
ცხინვალელთა მეორე ახალწვეული 20 წლის თავდამსხმელი ლაშა კემუხტაშვილია, რომელიც ქუთაისის „ტორპედოს“ შემდეგ ბოლნისის „სიონში“ გამოდიოდა.
19 წლის შემტევი ნახევარმცველი კონსტანტინე ხიზანეიშვილიც უკვე სპარტაკელია. ხიზანეიშვილმა მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი თბილისის „დინამოში“ ჩაატარა და აწ უკვე ყოფილი გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
და ბოლოს, ცხინვალელთა გუნდის მეოთხე ახალწვეულია 27 წლის მეკარე ვლადიმერ ზუხბაია, რომელიც ზუგდიდის „ბაიას“ შემდეგ ბოლნისის „სიონში“ გამოდიოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116815