ახლახან სომხეთის დედაქალაქმა, ერევანმა შოტოკანის კარატეს საერთაშორისო ასოციაციის წესებით კარატეს მეათე ტრადიციულ საერთაშორისო ჩემპიონატს უმასპინძლა (ISKA). აღნიშნულ პრესტიჟულ ჩემპიონატზე საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის კლუბებიც ასპარეზობდნენ და თავი ამჯერადაც ისახელეს. ჩემპიონატი ბავშვთა და მოზარდთა, ასევე 18 წლამდელთა შორის ჩატარდა.
ტრადიციულ ჩემპიონატს 10 ქვეყნის წარმომადგენლები სტუმრობდნენ და სანახაობრივი ასპექტითაც საკმაოდ კარგი იყო, აზარტულ-ხმაურიანი ორთაბრძოლების მაღალ კლასზე რომ აღარაფერი ვთქვათ. სომხეთის საერთაშორისო შეჯიბრებაზე ჩვენების გამოსვლით კლუბ "გეორგიას" ნაკრების დელეგაციის ოფიციალური წარმომადგენელი მამუკა კუზანაშვილი კმაყოფილია და უკვე მომავალი ჩემპიონატებისთვის მზადებას შეუდგა. არც კლუბ "გეორგიას" ხელმძღვანელები ზვიად ზვიადაური, გიორგი ბოჭორიშვილი, მამუკა გელაძე და გიორგი ელიზბარაშვილი ემდურიან საკუთარ სპორტსმენებს, თუმცა უკეთესის მიღწევა უნდოდათ. “ჩვენმა სპორტსმენებმა აშკარად დაჯაბნეს ჩემპიონატში მონაწილე ყველა ქვეყნის გუნდი და მაღალ შედეგებსაც დამსახურებულად მივაღწიეთ. აბსოლუტური უპირატესობა გვქონდა, რის გამოც თითქმის ყველა ოქროს მედალი ავიღეთ და საპრიზო ადგილებიც დავიკავეთ", _ განაცხადა ერევნიდან დაბრუნებულმა კლუბ “გეორგიას" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ზვიად ზვიადაურმა.
გთავაზობთ გამარჯვებულებისა და პრიზიორების ვინაობას
I ადგილი: ლიზი ზვიადაური, ნიკა ჩხაპელია, ლუკა გლურჯიძე, ბექა ფადარაშვილი, გიორგი წულეისკირი, ნიკა ოქრიაშვილი, საბა მწყერაშვილი, ალექსანდრე ძიძიგური.
II ადგილი: ვალერი ნადირაშვილი, ანდრეი ტერვართანიანი, ტიმოთე დუგლაძე, ედემ უჩანეიშვილი, ნიკა მახარაშვილი, შალვა მღებრიშვილი, არჩილ ხატიაშვილი, ავთო გიუნაშვილი, ნათია გვილავა, გიორგი ასატურიანი, ზურა გიორგიძე.
III ადგილი: გოჩა ცირდავა, ლევან გაგუა, შოთა დანელია.
ნუგზარ ჭიაბერაშვილი, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესმდივანი







