ფეხბურთი

19:34 | 20.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

სოლსკიაერი უპირატესობას “მანჩესტერს” და “ჩელსის” ანიჭებს

ლეგენდარულმა ნორვეგიელმა ფეხბურთელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა ,,სკაი სპორტისთვის’’ მიცემულ ინტერვიუში “მანჩესტერ იუნაიტედის’’ შესახებ ისაუბრა. მისი აზრით, პრემიერლიგის გამარჯვებული დევიდ მოიესის გუნდი გახდება, თუმცა მას დიდ წინააღმდეგობას გაუწევს ლონდონის ,,ჩელსი’’. ნორვეგიელი მიიჩნევს, რომ პირველი ადგილის ვინაობა სწორედ ამ ორ გუნდს შორის გაირკვევა.

,,სეზონი მანჩესტერმა მძიმედ დაიწყო, თუმცა ჩემპიონობისთვის მებრძოლი სხვა კლუბებიც არ იმყოფებიან კარგ ფორმაში. დროა საჭირო, რათა საქმეში ვნახოთ მოიესის იდეები, დარწმუნებული ვარ, მისი ხედვები აუცილებლად მოიტანს შედეგეს.’’

,,ვფიქრობ მანჩესტერი და ჩელსი ყველაზე რეალური კანდიდატები არიან ჩემპიონობისთვის ბრძოლაში. სავსებით შესაძლებელია გამარჯვებული მანჩესტერი ვერ გახდეს, თუ ასე მოხდა რა თქმა უნდა ძალიან დამწყდება გული, ვინაიდან მათ დღემდე ჩემ გუნდად მივიჩნევ’’_ განაცხადა სოლსკიაერმა.

შეგახსენებთ ამჟამად სოლსკიაერი ნორვეგიული ,,მიოლდეს’’ მთავარი მწვრთნელია.,,მიოლდე’’ მისი მეორე გუნდია სამწვრთნელო კარიერაში, იგი მანამდე “მანჩესტერ იუნაიტედის’’ სარეზერვო გუნდს წვრთნიდა.

დიმიტრი შარიქაძე

 

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113649