ფეხბურთი

14:07 | 3.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

სოლდადო დაბალ შედეგიანობაზე წუხს

“ტოტენჰემის” თავდამსხმელმა რობერტო სოლდადომ ბრიტანულ სპორტულ გამოცემებს უთხრა, რომ ყველაფერს იღონებს, რათა გოლების სტაბილურად გატანა დაიწყოს.

“სამწუხაროდ, ვერ ვახერხებ ისე შედეგიანად თამაშს, როგორსაც ჩემგან ელიან. თავადაც ძალიან მინდა, გუნდს მეტი სარგებელი მოვუტანო. საკუთარ თავზე ბევრს ვმუშაობ. იმედია, ეს წარუმატებელი პერიოდი მალე დასრულდება და გოლებსაც სტაბილურად გავიტან” – ციტირებს სოლდადოს სიტყვებს The Telegraph.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში რობერტო სოლდადომ 13 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 4 გოლი და 2 შედეგიანი პასია.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115779