სოფო შაფათავა ჯეკსონში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირს წყვილთა შორისაც გამოეთიშა. ამერიკული ტურნირის მეოთხედფინალში უკრაინელ ალიონა სოტნიკოვასთან შეამხანაგებული ქართველი ჩოგბურთელი მე-2 განთესვის მქონე არგენტინულ დუეტს (აურუა-ირიგოენი) დაუპირისპირდა და 2:6, 3:6 წააგო. შეგახსენებთ, რომ ერთეულთა გათამაშების საწყის რაუნდში შაფათავა ამერიკელ ალექსანდრა მუელერთან 4:6, 5:7 დამარცხდა.







