თამაშგარე

12:01 | 12.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

სიყვარული კოლუმბიურ-პორტუგალიურად

პორტუგალიური “პორტუს“ კოლუმბიელი ფეხბურთელი ჯეიმს როდრიგესი ყურებამდეა შეყვარებული. სამხრეთამერიკელი ფეხბურთელის რჩეულია 20 წლის პორტუგალიელი ფოტო-მოდელი მარია ჟოაუ დომინგეში, რომელიც “პორტუს“ გადამკვდარი გულშემატკივარია.
კოლუმბიელმა ფეხბურთელმა პორტუგალიელი ლამაზმანი სპეციალურად კლუბის გულემატკივრებისათვის მოწყობილ შინაურულ ბანკეტზე გაიცნო და ისე ჩაებღაუჭა, ვითარცა მომავლის იმედსა და ნათელ შუქურას. ტრფობაზე უარს არც მშვენიერი მარია ყოფილა და დღეს მათი სიყვარული მთელს პირენეს ნახევარკუნძულს აკერია პირზე.
მარია ჟოაუ დომინგეშმა პორტუგალიის საზოგადოებას თავი ხუთი თვის წინ გააცნო, როდესაც საწმერთულშემოძარცვულმა ბულვარული ჟურნალებისათვის თამამი ფოტოები გადაიღო. მარიამ სწორედ მაშინ აღიარა, რომ ფეხბურთი უყვარდა და “პორტუს“ ქომაგიც იყო. ამის შემდეგ მიიწვიეს იგი ”პორტუს” ბანკეტზე. მიიწვიეს და მოსახდენიც მოხდა!
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090657