საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის 24-ე გადადებულ ტურში ბოლნისის “სიონმა” სტუმრად ლანჩხუთის “გურია” 2:1 დაამარცხა. მატჩში ანგარიში 24-ე წუთზე “სიონის” მარცხენა გარემარბმა გიორგი კახელიშვილმა გახსნა. საპასუხო გოლი ექსბოლნისელმა ფორვარდმა ვილი ისიანმა 41-ე წუთზე გაიტანა. 54-ე წუთზე, ირაკლი სამხარაძემ მოწინააღდეგის კარი კიდევ ერთხელ აიღო და ამის შემდეგ, ანგარიში აღარ შეცვლილა.
ზედა ექვსეული:
| 1 | დინამო (თბ) | 25 | 17 | 4 | 4 | 56:18 | 55 |
| 2 | ზესტაფონი | 25 | 14 | 4 | 7 | 33:16 | 46 |
| 3 | სიონი | 25 | 12 | 6 | 7 | 33:25 | 42 |
| 4 | ჩიხურა | 25 | 11 | 6 | 8 | 42:38 | 39 |
| 5 | მეტალურგი | 25 | 10 | 6 | 9 | 28:29 | 36 |
| 6 | გურია | 25 | 11 | 0 | 14 | 26:35 | 33 |
ქვედა ექვსეული:
| 1 | დილა | 25 | 9 | 8 | 8 | 34:26 | 35 |
| 2 | ვიტ ჯორჯია | 25 | 10 | 5 | 10 | 32:32 | 35 |
| 3 | ტორპედო | 25 | 9 | 5 | 11 | 25:36 | 32 |
| 4 | სპარტაკი | 25 | 7 | 4 | 14 | 22:33 | 25 |
| 5 | ზუგდიდი | 25 | 6 | 6 | 13 | 15:33 | 24 |
| 6 | მერანი | 25 | 5 | 4 | 16 | 18:43 | 19 |
მეგოლეები:
14 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)
13 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)
9 – დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)
8 - ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)
7 - ვილი ისიანი (“გურია”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”)
6 – თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), ელგუჯა ლობჯანიძე, გიორგი კორიფაძე, გიორგი გაბედავა (“ვიტ ჯორჯია”), ჯაბა ჯიღაური ("ჩიხურა")
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;







