ქართველი მოჭადრაკე ზურაბ აზმაიფარაშვილი (2637) სინგაპურში დასრულებული აზიის ღია ჩემპიონატის გამარჯებული გახდა, თუმცა, ეს სწორედ... სინგაპურელთა სახელით გააკეთა. აზმაიფარაშვილს პირველი ადგილის დასაკავებლად 9 ტურში 6.5 ქულის მოგროვება ეყო. ზურაბმა 4 პარტია მოიგო, 5 კი ყაიმით დაასრულა და მეორე ადგილზე გასულ ფილიპინელ ოლივერ ბარბოსას (2451) დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა. აღსანიშნავია, რომ აზმაიფარაშვილს ტურნირზე საუკეთესო რეიტინგი ჰქონდა და ფავორიტის სტატუსის გამართლებაც შეძლო.







