ჩოგბურთი

19:28 | 4.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

შვედოვამ “ჩინური კედელი” გადალახა

ქალთა ერთეულთა თანრიგში საფრანგეთის ღია პირველობის 2011 წლის ჩემპიონი, ჩინელი ნა ლი მერვედფინალში ყაზახეთია სახელით მოთამაშე იაროსლავა შვედოვასთან 6:3, 2:6, 0:6 დამარცხდა. ასე რომ, “როლან გაროსს” ახალი გამარჯვებული ეყოლება. ლიმ (7) პირველი სეტი მოსკოვში დაბადებულ-აღზრდილ და შემდგომ შუა აზიაში გადაბარგებულ, მიმდინარე “როლან გაროსზე” კვალიფიკაციამოვლილ შვედოვას დამაჯერებლად მოუგო, მაგრამ მომდევნო 2 პარტიაში იაროსლავამ მოწინააღმდეგე 6:2, 6:0 (!) გაანადგურა და საფრანგეთია ღია პირველობის მიმდინარე გათამაშების 8 უძლიერეს გოგონას შორის მოხვდა. მეოთხედფინალში შვედოვას მეტოქეს ჩეხი პეტრა კვიტოვასა (4) და ამერიკელი ბარბარა ლეპჩენკოს მატჩი გაარკვევს.  
როდესაც მხედარი ცხენს ვერ ერევა, უნაგირს ამტვრევს, ბელარუსმა ვიკტორია აზარენკამ კი მერვედფინალში ვერაფერი მოუხერხა სლოვაკ დომინიკა ციბულკოვას და ჯავრი ჩოგანზე იყარა. საფრანგეთის ღია პირველობის ორგანიზატორებმა აზარენკას მიერ მატჩის მსვლელობისას ჩოგნის დამტვრევის ფაქტი რეაგირების გარეშე არ დატოვეს და აღმოსავლეთსლავი 800 დოლარით დააჯარიმეს.   


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.152189