ფეხბურთი

14:20 | 27.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“შუქურაში” შეროზია გოგიტიძემ შეცვალა

 

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ჯერ სამმა ტურმა განვლო და პირველი მწვრთნელიც შეიცვალა.

ქობულეთის “შუქურას” ხელმძღვანელობა ბესიკ შეროზიას დაშორდა და გუნდს ამირან გოგიტიძე გაწვრთნის. შეროზიას ხელმძღვანელობით ქობულეთელები გასულ სეზონში უმაღლეს ლიგაში ხანგრძლივი პაუზის მერე დაბრუნდნენ. მიმდინარე სეზონში, სამ მატჩში 5 ქულა დააგროვა და თამაში არ წაუგია. რაც შეეხება გოგიტიძეს, წინა სეზონში ის პირველი ლიგის ხელვაჩაურის “მაჭახელას” წვრთნიდა.

0.124598