სხვა

23:00 | 1.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

შოთა ომარაშვილმა პარაოლიმპიადა უქულოდ დაასრულა

ლონდონში მიმდინარე პარაოლიმპიურ თამაშებში დღეს შოთა ომარაშვილი ჩაერთო. მან წოლჭიმში, 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, იასპარეზა, მაგრამ შეჯიბრება უქულოდ დაასრულა.
სულ ფიცარნაგზე 11 სპორტსმენი გავიდა. ომარაშვილის გარდა უქულოდ რუსეთის ნაკრების წევრი აირატ ზაკიევი დარჩა. ჩემპიონი ირანელი ნადერ მორადი გახდა, რომელმაც ორჭიდის ჯამში 196 კილოგრამი დააგროვა, ვერცხლის მედალს ნიგერიელი იფეანი ნაჯიოფორი დაეუფლა, 188 კილოგრამით, ხოლო ბრინჯაოს – ჩინელი ქუანხი იანგი, 185 კილოგრამით.
პარაოლიმპიადაზე ქართული დელეგაცია 2 სპორტსმენით ჩავიდა. 3 სექტემბერს თამაშებში მოცურავე ნიკოლოზ თვაური ჩაერთვება, რომელიც 100 მეტრ დისტანციაზე ბრასით ცურვაში მიიღებს მონაწილეობას.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089675