ჭადრაკი

22:23 | 17.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

შოთა აზალაძე ერთპიროვნული ლიდერია

ვერის ბაღში გრძელდება საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა 70-ე ჩემპიონატის პირველი ლიგის ტურნირი, რომელსაც თბილისის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობს.
სამი ტურის შემდეგ, ქულათა მაქსიმუმით, ერთპიროვნული ლიდერია შოთა აზალაძე, რომელმაც მე-3 ტურში ორი ქულის მქონე ნიკოლოზ ნეფარიძეს მოუგო. ერთპიროვნულ ლიდერს ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩებიან და 2-8 ადგილებს ბაჩანა მორჩიაშვილი, ივერი ჭიღლაძე, მალხაზ სულაშვილი, ლუკა პაიჭაძე, გიგა ყუფარაძე, დავით მაღალაშვილი და ალექსანდრე ყაშაშვილი იყოფენ.
გთავაზობთ მე-3 ტურის ტექნიკურ შედეგებს ლიდერთა მონაწილეობით: ნიკოლოზ ნეფარიძე (2 ქულა) – შოთა აზალაძე (2) 0:1; ბაჩანა მორჩიაშვილი (2) – დავით მაღალაშვილი (2) 0,5:0,5; გიგა ყუფარაძე (2) – ივერი ჭიღლაძე (2) 0,5:0,5; მალხაზ სულაშვილი (1,5) – ირაკლი ბერაძე (2) 1:0, ალექსანდრე ყაშაშვილი (1,5) – დავით ლომსაძე (1,5) 1:0; ლუკა პაიჭაძე (1,5) – ლიზი ტრაპაიძე (1,5) 1:0.
მე-4 ტურის შეხვედრათა განრიგი ლიდერთა მოანაწილეობთ:
აზალაძე (3) – მორჩიაშვილი (2,5), ჭიღლაძე (2,5) – სულაშვილი (2,5), პაიჭაძე (2,5) – ყუფარაძე (2,5), მაღალაშვილი (2,5) – ყაშაშვილი (2,5)
როლანდ ლაბუჩიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092059