ჭადრაკი

0:56 | 3.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

შორტმა ჰოუ პლეი ოფშიღა “გატეხა”

გიბრალტარის საჭადრაკო ფესტივალის გამარჯვებული ინგლისელი დიდოსტატი ნაიჯელ შორტი (2677) გახდა, რომელმაც ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონ იიფან ჰოუს (2605) მსგავსად, ათ ტურში 8.0 ქულა მოაგროვა, პლეი ოფში კი ჩინელი 1.5:0.5 დაამარცხა და სპეციალურ ჯილდოსთან ერთად, საპრიზო ფონდიდან 20 ათასი გირვანქა დაიმსახურა. სამწუხაროდ, მარცხით დაასრულა ტურნირი ნანა ძაგნიძემ (2535), რომელმაც უძლიერეს მეტოქეებთან ჭიდილში 6.0 ქულა მოაგროვა. ბოლო ტურში ნანამ თეთრი ფიგურებით სომეხ გაბრიელ სარგისიანთან (2683) წააგო და დამატებითი მაჩვენებლებით 46-ე ადგილზე გავიდა.
გიბრალტარში მოთამაშე დანარჩენმა ქათველმა მოჭადრაკეებმა ასეთი მაჩვენებლები დააფიქსირეს: 77. ნინო ხურციძე (2444) – 5.5 ქულა; 83. სალომე მელია (2398) – 5.5; 115. ლელა ჯავახიშვილი (2454) – 5.0; 140. შალვა კაკულია (2133) – 5.0;

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.0903