სხვა

15:07 | 17.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

შეხვედრები სეოკ-ში

 

მართალია, 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებამდე ჯერ კიდევ საკმაო დროა, მაგრამ თადარიგის დაჭერა დღესვეა საჭირო, რადგან რიოს თამაშებს მაქსიმალურ მზადყოფნაში შევხვდეთ. ამ კუთხით უპირველესად აუცილებელია ეროვნულ ფედერაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რაც სეოკ-ისთვის უცხო არ არის.

ამჯერად, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტში პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი კანოესა და მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციათა ხელმძღვანელებს შეხვდნენ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

კანოეს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქაცარავას თქმით, მათ საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა ერგოთ. საქართველოსში სულ ხუთი ბაზაა, თუმცა, ასე თუ ისე, საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებული მხოლოდ მცხეთაშია. სპორტის ამ სახეობით ჩვენთან 80-მდე ათლეტია დაინტერესებული და ცუდია, რომ დედაქალაქში მათ სავარჯიშო პირობები არ აქვთ, თუმცა არის შანსი საჭირო დონის ბაზა ლისის ტბაზე კეთილმოეწყოს.

ფედერაცია ასევე მოწადინებულია, კანოე ჩვენს ქვეყანაში უფრო მასობრივი გახადეს და ამ მხრივ სამოყვარულო შეჯიბრებების ჩატარებაც იგეგმება.

რაც შეეხება ოლიმპიურ პერსპექტივებს, აქ აქცენტი სამ სპორტსმენზე – ზაზა ნადირაძეზე (თბილისი), ბადრი ყაველაშვილსა (მცხეთა) და გიორგი შავგულიშვილზე (დუშეთი) კეთდება. ქაცარავას განმარტებით. შესაბამისი ხელშეწყობის შემთხვევაში, ამ ბიჭებზე ფსონის დადება შეიძლება.

მაგიდის ჩოგბურთის პრეზიდენტმა კახა გუგეშაშვილმა აღნიშნა, რომ ჯერ-ჯერობით სიტუაციის შესწავლის პროცესშია და ამ მხრივ სეოკ-ის დახმარებაც დასჭირდება, თუმცა სპორტის სამინისტროში 2013 წლის კალენდარი უკვე წარადგინეს. მისი თქმით ამ ეტაპზე აქცენტის გაკეთებას შიდა ტურნირებზე აპირებენ და გასვლებს მხოლოდ მეზობელ სახელმწიფოებში გეგმავენ. რესურსი არის და მისი სწორად გამოყენებაა საჭირო.

 

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095089