ფეხბურთი

13:06 | 24.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

შერვუდი “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელია

ჩრდილოლონდონის “ტოტენჰემ ჰოთსპურმა” გუნდის მთავარ მწვრთნელად ტიმ შერვუდი დანიშნა. “ლივერპულთან” 0:5 განადგურების შემდეგ, კლუბმა პორტუგალიელი ანდრე ვილაშ-ბოაში დამრიგებლობიდან დაითხოვა, დროებითი მწვრთნელის სტატუსი შერვუდს მიანიჭა და სამხრეთინგლისურ “საუთჰემპტონთან” გასვლაზე 3:2 მოპოვებული მოგების შემდეგ, 2015 წლის მაისამდე “დეზებიანი მამლების” გაძღოლა მისტერ ტიმს მიანდეს.

“სეზონის მსვლელობისას მთავარი მწვრთნელის შეცვლა არ გვსურდა, მაგრამ იძულებულნი გავხდით, ეს ნაბიჯი გადაგვედგა. კარგი შემადგენლობა გვყავს და ვფიქრობ, შერვუდი მათ ახალ სათამაშო სიმაღლეზე ასვლაში დაეხმარება. ტიმს სათანადო ცოდნა, გამოცდილება, ენთუზიაზმი აქვს და ვიმედოვნებ, “სპერზი” ახალი წლიდან უკეთ იასპარეზებს”, - განაცხადა “ტოტენჰემის” პრეზიდენტმა დანიელ ლევიმ.

კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ტიმ შერვუდის სამწვრთნელო შტაბში კრის რემზი, ლეს ფერდინანდი და შტეფან ფროინდი იმუშავებენ.

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110842