შოტლანდიელმა ენდი მარეიმ ლონდონში, სეზონის შემაჯამებელი ტურნირის სასტარტო შეხვედრაში ტომაშ ბერდიხი 3:6, 6:3, 6:4 დაამარცხა. 25 წლის ბრიტანელისა და 27 წლის დასავლეთსლავის პაექრობამ 2 საათსა და 16 წუთს გასტანა, რომლის განმავლობაში ბერდიხმა 7 ეისი შეასრულა.
ამ მოგების წყალობით მარეიმ ბერდიხთან ურთიერთშეხვედრების თანაფარდობა გაათანაბრა – ორივეს 4-4 მოგება აქვს აქტივში.
შეგახსენებთ, სეზონის შემაჯამებელი შეჯიბრების ამ ჯგუფში სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩიცა და ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგაც გამოდიან.







